სამშაბათი, 2024-03-19, 6:28 AM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 3535 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-08

ოთარაანთ ქვრივი 

I 


რას მიქვიან ტკბილი სიტყვა? 


იმ ვეებერთელა სოფელში, რომელსაც თუნდა „წაბლიანს“ დავარქმევ, ყველამ იცოდა, ვინ არის ოთარაანთ ქვრივი. სოფლის გზირისათვის რომ გეკითხათ, ოთარაანთ ქვრივის კარ-მიდამოში მზისა და წვიმის მეტს არავის შეეძლო გავლა ქვრივის უნებურად. 

ნაცვალი თუ იასაული, — რაც გინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, — ოთარაანთ ქვრივის ეზოში ვერ გაიწაწანებდნენ, და თუ როგორმე გაჰბედავდნენ, ისეთს ალიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა. ნამეტნავად გზირს კარგად ახსოვდა ერთი ამბავი, და მერე ხომ მთელმა სოფელმაც შეიტყო. გზირს ერთხელ ერთი ქათამი წაერთმია, — დიამბეგი მობრძანდა, სოფლად ქათმებს ვაგროვებთ, და ასეთი ვაი-ვაგლახი დააწია, რომ, ამბობენ, გუბერნატორამდე თავის ფეხით იარაო და ერთი ქათამი შვიდეულად დაუსვა მოურიდებელს გზირსაო. თუმცა თითონ ქვრივსაც ერთი ათიოდ მანეთი შემოჰხარჯოდა მისვლა-მოსვლაში, მაგრამ ა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 2837 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-08

ოთარაანთ ქვრივი

IV 


განძი და ანდერძი. 


ყველაზედ უძვირფასესი განძი სხვა დარჩა ოთარაანთ ქვრივს თავის ქმრისაგან. ქვრივს კი მართლა უძვირფასესად მიაჩნდა და სხვისა კი არ ვიცით. ეს განძი თოფ-იარაღი იყო. მისი ქმარი, დიდი გამრჯელი, მოამაგე, დიდი მუშაკაცი, განთქმული მონადირეც ყოფილა. სახლში რომ შესულიყავით და კერიდამ მარჯვენა ტახტის ზემოდ კედლისათვის შეგეხედნათ, ჰნახავდით ბუდით ჩამოკიდებულს კარგად მოზრდილ თოფს, ხმალს თავისის ყაწიმებითა, ხანჯალს, დამბაჩას, სასწრაფოს და საპირისწამლეს. 

კვირა არ გავიდოდა, რომ ოთარაანთ ქვრივს არ ჩამოეღო ეს იარაღი და გულდადებით არ გაეწმინდა. როცა ამას შეუდგებოდა, გეგონებოდათ ჰლოცულობსო, ისე გულდასმით, კრძალვით და სასოებით დაუწყებდა ხოლმე წმენდასა. რაც ქმარი მოჰკვდომოდა, მას აქეთ სულ ასე ექცეოდა ამ იარაღსა. სულთმობრძავი რომ ყოფილიყო, მაინც ერთს კვირას ისე არ გაატარებდა, რომ არ დაეწმინდა, არ დაეკრიალებინა, ცხვრის დუმით არ გაეპ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 2025 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-08

ოთარაანთ ქვრივი

VIII 

გასტეხს ქვასაცა მაგარსა... 


მზემ ადგომა მაინც ვერ დაასწრო. ოთარაანთ ქვრივი პირდაბანილი და ტანთ-ჩაცმული იყო, რომ მზემ მაშინ ძლივს ამოჰყო თავი მთის წვერიდამ და გადმოხედა ქვეყანას თავის ერთად-ერთის ოქროსავით ბრჭყვიალა თვალითა. მთების ნამს მოახვედრა მზემ თავისი სხივი თუ არა, მთამ ორთქლი აუშვა, თითქო საკმელს უკმევს ამ უზარმაზარს ცეცხლის ბურთსაო. 

— რა დამემართა წუხელის? — ჰკვირობდა ოთარაანთ ქვრივი, — რამ წამიღო? რამ დამძლია და ამითრია? ჭირს ნუ გაუტყდებიო, მითხრა ცხონებულმა. მოდი და ნუ გაუტყდები!.. დამალული ჭირი ძნელია. პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი... ვის ვეჭიდო და რას, რაც არ ვიცი. გული ამან შემიშინა... ბნელმა თავის ნაბადში გაახვია ჩემის გიორგის ამბავი. თუ სიყვარულია... ღმერთმა ბედი მისცეს და თუ სხვა რამ არის!.. ცოდო... სისხლი... ჩაიქოლე თავი, ოთარაანთ ქვრი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1753 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-08

ოთარაანთ ქვრივი


XI 


ორი თვალი. 


იმ დღეს, როცა გიორგიმ დააპირა არჩილიანთას წასვლა მოჯამაგირედ დასადგომად, ისეთი მხიარული სახე ჰქონდა, რომ ოთარაანთ ქვრივმა სიამოვნებითა სთქვა: 

— ძლივს შუბლგახსნილი არა ვნახე! 

სიამოვნებით კი სთქვა?.. 

ამაზედ ჰოც ითქმის და არაცა. ეს რაღაც „მზიან-ჩრდილიანი“ სიამოვნება იყო. მზიანი იმიტომ — რომ უხაროდა შვილის სიხარული, ჩრდილიანი იმიტომ — რომ ეწუხებოდა დედური წუხილი, სტკიოდა დედური გული, — რად უხარიან ჩემგან წასვლა და სხვასთან ყოფნაო!.. მზე და ჩრდილი, ნათელი და ბნელი, ტკივილი და ამება ერთმანეთში გაება და ჩაეწნა. 

დედამ შვილს ჩაულაგა ერთი ხელი უკეთესი ქვეშაგები, საცვალი ტანისამოსი, კაი ლეკურის შალის ჩოხა-შალვარი, ყანაოზის ახალუხი, ორი წყვილი თავისის ხელით მოქსოვილი ჭრელი წინდა, ახლად ნასყიდი ყაითნებით მორთული საცვეთები, ბაზარში განგებ შეკერილი და ყაითნებითვე დახლართული ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1843 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-08

ოთარაანთ ქვრივი

XVI 


ალბად!.. 


გავიდნენ კიდევ დღენი და თვენი. დადგა მაძღარი შემოდგომა. სოფელში გაიმართა ქვევრების რეცხვა, საწნახელების ხიზვა და წმენდა. ქარვასავით ჩაფერიანებული მსუქანი მტევნები თეთრის ყურძნისა, მაყვალსავით შავად შეკუნწლული საფერავის ვაზები იწვევდნენ პატრონებს დასაკრეფად, — მალეო, თორემ ვდუღვართ და გადმოვდივართო. დაიკრიფა ვენახებიც, დაიწურა ყურძენი, დაჰდუღდა მაჭრები. მისწყდა სოფელში ხმამაღალი სიმღერა საწნახელში ჩამდგარ და ხელი-ხელ გადაბმულ მუშებისა. მხიარულმა მაჭრობამ თავისი დრო მოიჭამა და მიჩუმდა, თითქო მოიღალა და მოიქანცაო. 

მოვიდა შუაგული შემოდგომისა. სოფლის ორღობეებში დაიწყეს ჭრიჭინი მძიმედ დადებულ თივის ურმებმა. სოფელი ეშურებოდა ვენახებიდამ შინ თივის ზიდვას საქონლის გამოსაკვებად ზამთარში: ეშინოდათ თოვლს არ მოესწრო. 

არჩილსაც ოთხი საძნე ურემი შეება, თივას აზიდვინებდ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1495 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-07

ოთარაანთ ქვრივი

XVIII 


უკანასკნელი განდობა 


— მღვდელი, ღვთის გულისათვის, მღვდელი!.. — დაიკვნესა პატარა ხანს უკან დედამ, რა ცოტა გულს მოეშვა და დაბნეული გონება მოიკრიბა. 

მოიყვანეს მღვდელი და შვილი უზიარეს!.. 

მანამ ეს მოხდებოდა, ოთარაანთ ქვრივი თითქო ღონეზედ მოვიდა. ჯერ ხომ გულმა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1681 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-07

ოთარაანთ ქვრივი

XX 


დასაწყისი განთიადისა. 


არჩილმა გასწყვიტა ლაპარაკი და წინა და უკან მოჰყვა სიარულს ოთახში. ვინ იცის, — კესო შეეცოდა, თუ დაიღალა, და სიარულით ქარის ამოღება მოინდომა. ხოლო პატარა ხანს შემდეგ შუა-გზიდამ უეცრად მოუტრიალდა კესოს და უთხრა: 

— არა, ჩემო საყვარელო დაო! ნუ მიწყენ კი და ეგრე ადვილად გზაასაქცევი, თავიდამ მოსაშორებელი არ არის გიორგის ამბავი. გახსოვს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 2287 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-07

აჩრდილი


(ვუძღვნი ივ. პოლტარაცკის და ილია წინამძღვრიშვილს) 


”რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, 

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. 

რუსთაველი. 




აღმობრწყინდა მზე დიდებულადა 

და განანათლა ქვეყანა ბნელი, 

კავკასის მთების წვერთა მაღალთა 

ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი. 

აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი, 

ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ, 

იგივ ზვიადი, იგივ მძვინვარი, 

იგივ დიდებულ და დადუმებულ. 

ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად 

ცის გასარღვევად აღმოზიდულა, 

მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად 

თითქო განგებით შეყენებულა. 

მისი ყინულით ნაკვეთი თავი 

მოირთო მზისა ოქროს სხივებით, 

ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი 

დასცქერის რისხვით და მუქარებით, 

თითქო ელისო განკითხვის დღესა, 

რომ იგრიალოს, წამოიქუხოს, 

ხმელეთს დაეცეს, მერმეთ ქვეს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 2224 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-03

განდეგილი


ლეგენდა 


(ვუძღვნი ოლღა ჭავჭავაძისას) 





სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა 

ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან, 

სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი, 

მზისგან აროდეს არა დნებიან, 

სად უდაბურსა მას მყუდროებას 

კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია, 

სად მეუფება ჭექა-ქუხილსა, 

ყინულს და ქართა მხოლოდ ჰშთენია, — 

უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა 

გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი 

და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს 

ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი. 

ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს 

იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე, 

და ზედ კარია გამოკვეთილი — 

ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე. 

ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი 

ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა, — 

და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით 

ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა. 


II 


აქა ყოფილა უწინ კრებული 

... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 2832 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-01

1 2 3 4 »