სამშაბათი, 2024-04-23, 8:23 PM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
მთავარი » 2009 » თებერვალი » 21 » სახელების ისტორია 3
სახელების ისტორია 3
10:53 PM
რ 
რამაზ  

(არაბული)შესაძლოა უკავშირდებოდეს მაჰმადიანთა მარხულობის თვის სახელწოდებას რამაზანს და ნიშნავდეს ამ თვეში დაბადებულს(შეადარეთ ქართული აღდგომელა,მარტია,მაისა).მეფის სახელად გვხვდება"ვეფხისტყაოსანში ".მისგან ნაწარმოებია გვარები: რამაზაშვილი,რამაზიშვილი.


რატი  


(ირანული)"ბატონი",ან"დიდსულოვანი","სულგრძელი". ერისთავთა საგვარეულო სახელია,ერქვა საქართველოს ისტორიაში ცნობილ არაერთ პიროვნებას,მაგალითად ცნობილია,პოეტი-ჰიმნოგრაფი რატი ორბელიანი(Xს.).აქედანაა გვარები:რატიანი,რატია,რატიშვილი,მხარის სახელწოდება–რაჭა. 



რაფიელ


  (ძველი ებრაული)"ღვთის შემწეობით განკურნებული" (სიტყვასიტყვით:"ღმერთმა განკურნა").ერთ-ერთი გავრცელებული ბიბლიური სახელია,სხვადასხვა ხალხში გვხვდება სხვადასხვა ფორმით.ქართულში შემოკლებული ფორმაა რაფო 


რევაზ  

(ირანული)"უმდიდრესი","წარჩინებული".მოფერებითი ფორმებია:რეზო,რეზიკო.აწარმოებს რევაზიშვილის გვარს. 


როდიონ  


(ბერძნული)"როდოსელი"(კუნძულ როდოსის მცხოვრები). თვით კუნძულის სახელწოდება როდოს"ვარდს" ნიშნავს, ასე რომ,როდიონ შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც" ვარდი"ან"ვარდისფერი".აქედანაა გვარი როდონაია 



რომან


  (ლათინური)"რომაელი"(ქ.რომის მცხოვრები).შეადარეთ რომანი–ლიტერატურული ნაწარმოების ფორმა,რომელიც რომში წარმოიშვა.ამავე სიტყვას უკავშირდება ქვეყნის სახელწოდება რომანია ანუ რუმინეთი(რომის კოლონია ძველად).



როსტევან  

(სპარსული)"სწორმხედველი"," ბრძენი","მართალი".არაბეთის მეფის სახელია"ვეფხისტყაოსანში". 


როსტომ 


  (სპარსული)სპარსეთის ლეგენდარული გმირის სახელია და ამიტომ ხშირად ითარგმნება როგორც"ლომი"ან"გმირი".სინამდვილეში შედგება ორი სიტყვისაგან:რუსტ"სიმაღლე" (იგივეა რაც რუსული рост)და ტაჰმ"ძალა".სპარსულად გამოითქმის რუსტამ,აქედნავეა მიღებული რუსული რუსლან.სპარსული ხალხური ეტიმოლოგიით,რომელიც დაცულია ფირდოუსის"შაჰ-ნამეში",ამ სახელს საფუძვლად უდევს გამოთქმა:ბერასთემ-"შვება ვიგრძენი","განვთავისუფლდი"(ასე თქვა როსტომის დედამ,რომელსაც ძალიან გაუჭირდა ამ გოლიათი ბავშვის შობა).ამ სახელის პოპულარობას ჩვენში დიდად შეუწყო ხელი ფირდოუსის"შაჰ-ნამემ",რომელსაც ქართულ თარგმანში"როსტომიანი" ეწოდება,მაგრამ ეს სახელი ქართულში უფრო ადრეც გვხვდებოდა(Xს.).მისგან ნაწარმოებია გვარები:როსტომაშვილი,როსტიაშვილი,როსტოშვილი,(როსტია,როსტო მოფერებითი ფორმებია).




რუსუდან 


  (სპარსული) "დღიანი", "დღეგრძელი" (რუზ - "დღე", ‘დან’ სპარსული სუფიქსია, რომელიც აწარმოებს აგრეთვე ფარსადან, სარიდან და სხვა სახელებს). მოფერებითი ფორმაა ქართულში რუსიკო. რუსუდანი ერქვა თამარ მეფის ასულს, რომელიც ერთხანს თვითონაც იჯდა საქართველოს სამეფო ტახტზე. ეს სახელი ჰქვია ქართული მწერლობის თვალსაჩინო ძეგლის "რუსუდანიანის" მთავარ გმირს. 
ს 
საბა  


(არამეული)"მოხუცი","პაპა",ან:(ძველი ებრაული)"თავისუფლებას მოკლებული","ტყვე".ეს სახელი ერქვა არაერთ ქართველს მოღვაწეს,როგორიცაა,მაგალითად,ქართლის კათალიკოსი საბა I(523-552წწ.),საბა II(1146-1150წწ.),გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და თანამოღვაწე საბა იშხნელი(VIII-IXსს.)და სხვანი.ბერად შედგომის შემდეგ საბა ერქვა დიდ მწერალსა და ლექსიკოგრაფს სულხან ორბელიანს(1658-1725 წწ.)ძველად წესად იყო,რომ ბერად აღკვეცილ პირს სახელი უნდა შეეცვალა,ოღონდ ახალი სახელი ძველს ემთხვეოდა საწყისი ბგერით.სწორედ ასეთია სულხან-საბა.საბა-საგან ნაწარმოებია გვარი საბაშვილი. 


სერგი


  (ლათინური)რომაული გვაროვნული სახელია,საეკლესიო კალენდარში ითარგმნება როგორც"მაღალი","ღირსეული",ან "მგზნებარე".მისივე ვარიანტული ფორმაა ქართულში სერგო, კნინობითი–სერგია.ეს უკანასკნელი გვხვდება აგრეთვე გვარად. 


სალომე


  (ძველი ებრაული) "მშვიდობა". ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: "რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ " ( "ქართლის ცხოვრება" I, 70). 



სანდრო 


  ალექსანდრე-ს შემოკლებული ფორმაა,ქცეული დამოუკიდებელ სახელად(სანდრო შანშიაშვილი,სანდრო იაშვილი,სანდრო ახმეტელი,სანდრო ჟორჟოლიანი და სხვანი). 


სვეტლანა

  (სლავური) "ნათელისა". ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: "სვეტლან - "ნათელი". შეადარეთ ქართული ნათელა, სანათა, ბერძნული ფოტინე 



სიმონ



  (ძველი ებრაული)"შესმენილი","გამგონე" (სიტყვასიტყვით:"ღმერთმა გაიგონა",იგულისხმება,რომ ღმერთმა შეისმინა ლოცვა-ვედრება).ქართულში ფართოდ გავრცელებული სახელია,ერქვა ორ მეფეს(XVI-XVIIსს.)და მრავალ გამოჩენილ პიროვნებას.ძველი ფორმაა სვიმონ, მოფერებითი ფორმებია სიკო,სისო,სიმონიკა.ამ სახელისაგან წარმოქმნილია რამდენიმე გვარი:სიმონიშვილი,სიმონიძე,სიმონია,სვიმონიშვილი,სვიმონია. 



სოსო  


იოსებ-ის მოფერებითი ფორმაა,ქართულში დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენცია ახასიათებს 



სოფიო


  (ბერძნული) "სიბრძნე". თვით ბერძნულში პირველადი ფორმაა სოფია. შეადარეთ მეცნიერების სახელწოდება ფილოსოფია. სოფისტები ერქვათ ერთ-ერთი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის მიმდევრებს. ბულგარეთის დედაქალაქში არის წმინდა სოფიოს სახელწოდების ტაძარი, რომლისგანაც მთელ ქალაქს მიუღია სახელი – სოფია. სოფიოს მოფერებითი ფორმებია ქართულში: სოფო, სოფიკო 


სტეფანე  


(ბერძნული)"გვირგვინი".ეს სახელი აგრეთვე ფართოდ გავრცელებულთა რიგს ეკუთვნის და სხვადასხვა ენაში შესულია ნაირ-ნაირი ფორმით:გერმანულშია შტეფან,ფრანგულში-ეტიენ,უნგრულში–იშტვან და ა.შ.ძველ ქართულში გავრცელებული ფორმა იყო სტეფანოს,რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ მცხეთის ჯვრის წარწერებში(VIს.):"ჯუარო მაცხოვრისაო,სტეფანოს ქართლისა პატრიკოსი შეიწყალე".ამ სახელისაგან არის წარმოქმნილი გვარები სტეფანიშვილი,სტეფანია და ტეფნაძე 


სულხან


  (არაბული)"სამართლიანი".აქედანაა გვარი სულხანიშვილი. სულხანი ერქვა ერისკაცობაში დიდ ქართველ მწერალს საბა ორბელიანს. 
ტ 
ტარასი  

(ბერძნული)"მოუსვენარი".აქედანაა გვარები ტარასაშვილი და ტარსაიძე. 


ტარიელ 


  შოთა რუსთაველის"ვეფხისტყაოსნის"მთავარი გმირის სახელი,ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული.როგორც ფიქრობენ,მომდინარეობს ირანული დარიელ-ისაგან,რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება:დარ,დარა-"მეუფე"," მეფე","მფლობელი"და იელ–"გმირი","მოყმე".ამრიგად, ტარიელი ნიშნავს"მეფე გმირს","მოყმე მეფეს".აქედანაა გვარი ტარიელაშვილი. 



ტასო  

ანასტასია-ს მოფერებითი ფორმაა, ამჟღავნებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენციას. 





ტერენტი  


(ლათინური)"მხეხავი","გამფშვნეტელი","გამლესი",სხვაგვარი ახსნით:"მომქანცველი"(ეტიმოლოგიები საეჭვოა). 
უ 
უტა 

  (ქართული)გავრცელებული სახელია სამეგრელოში. წარმოშობით უკავშირდება შუმერულ მზის ღვთაების სახელწოდებას.მოეპოვება მრავალფეროვანი ვარიანტები:უტუ,უტალა,უტუელა,უტუია,უტუნა,უტუნია,უტუტი. 



უშანგი (სპარსული)"ნებიერი","ბედნიერად მცხოვრები". 



უჩა  

(ქართული)მეგრულად ნიშნავს"უთეთროს",ე.ი."შავს"," შავგვრემანს".გვხვდება ისტორიულ დოკუმენტებში(დოკ.II,234).მისი მოფერებითი ფორმაა უჩანა.იშვიათად გვხვდება კომპოზიტური სახელებიც:უჩაკოჩი(" შავი კაცი"),უჩანდია ("შავი იყავ"),უჩატიამი("შავი მტევანი").უჩასაგან წარმოქმნილია გვარები:უჩავა,უჩაძე,უჩიძე,უჩანეიშვილი. 
ფ 
ფარნაოზ  


(ირანული)"უბრწყინვალესი","დიდებული","ხელბედნიერი ",ან:"ბრწყინვალე მოუბარი","მჭერმეტყველი".ძველი ფორმაა ფარნავაზ.ეს სახელი ერქვა ქართლის(იბერიის)სამეფოს პირველ მეფეს(ძვ.წ.IVს.დამლევს და IIIს.I ნახევარში),რომელმაც სათავე დაუდო ფარნავაზიანთა დინასტიას.ლეონტი მროველის მიხედვით,ფარნავაზ I-ის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა.ამ სახელის შემოკლებული ფორმაა ფარნა(ნიშნავს"ღვთაებრივ შუქს"," ელვარებას"," შარავანდს").ფარნაოზი ცალკეც არის მცირერიცხოვანი გვარი საქართველოში და რამდენიმე გვარის ფუძედაც წარმოგვიდგება:ფარნაოზიშვილი,ფარნაოზოვი,ფარნიაშვილი,ფარნიშვილი.



ფარსადან  


(სპარსული)"ბრძენი","სწავლული","მეცნიერი".ნესტან-დარეჯნის მამის სახელია"ვეფხისტყაოსანში".ცნობილია ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე ფარსადან გორგიჯანიძე(XVIIს.)ფარსადანისაგან წარმოქმნილია გვარები:ფარსადანაშვილი,ფარსადანიშვილი,ფარსადანოვი 



ფერიდე (თურქული) "ერთადერთი", "შეუდარებეული", "ობოლი მარგალიტი". 


ფირუზ


  (ირანული)"ფირუზი"(ძვირფასი ქვა),ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ნიშნავს"სინათლით სავსეს","ნათელს".ფირუზი ცისფერია და სწორედ ამიტომ შეურქმევიათ ასეთი სახელი, ხოლო ამ ძვირფასი ქვის სახელწოდება შემდგომ ადამიანის სახელად ქცეულა(შეადარეთ იაკინთე,ოქრო,ლალი,ზურაბ და სხვ.)სხვაგვარი ეტიმოლოგიით:"გამარჯვებული"(შეადარეთ გერმანული ზიგფრიდ)აქედანაა გვარები:ფირუზაშვილი და ალბათ ფირუაშვილიც. 



ფრიდონ


  (ძველი ირანული)"სამმაგი ძალის მქონე","სამგზის ძლევამოსილი"."ვეფხისტყაოსნის"ერთ-ერთი გმირის სახელია.ეს სახელი გვხვდება აგრეთვე"შაჰ-ნამეში","რუსუდანიანში"და სხვა თხზულებებში.მისი ძველი ფორმაა აფრიდონ, რომელიც დღემდე დაცულია აფრიდონიძის გვარში.შემოკლებული ფორმაა ფიდო.გვარებია:ფრიდონიშვილი,ფრიდონაშვილი,ფიდაშვილი,ფიდიური 
ქ 
ქაბატო
(ქართული) "ქალბატონი" (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ დომნა, ვილა, კირა, რაისა, სარა, ...

ქავთარ
(სპარსული)"აფთარი".აქედან მოდის გვარები:ქავთარაძე, ქავთარაშვილი,ქავთარიშვილი,ქავთარია,ქანთარია. ...

ქაიხოსრო
(ირანული)"სახელოვანი თავადი".ერქვა ქართველ მოწამეს. ამჟამად მივიწყებული სახელია,წინათ გვხვდებოდა მხოლოდ მაღალი ...

ქალთამზე
(ქართული). ...

ქარუმა
არაბული ქარამ("კეთილი").სპარსულში იქცა ქარუმად და იქიდან შემოვიდა ქართულში.მისგან წარმოქმნილია გვარები:ქარუმაშვილი ...

ქეთევან
(სპარსული) მნიშვნელობა უცნობია. "შაჰ-ნამეს" ერთ-ერთი პერსონაჟი ქალის სახელი ქეთაიონ ქართულში ...

ქველი
(ქართული)"გულუხვი","კეთილი","მხნე".აქედანაა გვარები:ქველიძე,ქველაძე,ქველაშვილი,ქველიაშვილი. ...

ქიონია
(ბერძნული) "თაღი" (საეკლესიო კალენდრის მიხედვით "თოვლიანი"). ერქვა რამდენიმე მოწამეს. ...

ქიტა
ქიტესა იხ.ქრისტესია ...

ქიშვარდი
ირანული მითოლოგიური გმირის სახელია ქიშვადი,ქეშვადი, საიდანაც მიღებული ჩანს ქართული ქიშვარდი.ნიშნავს"მწყაზარს".ქიშვარი|| ...

ქობულ
(ქართული)უძველესი სახელთაგანია,წერილობით დამოწმებული ჯერ კიდევ VIIს.დამდეგს მცხეთის ჯვრის წარწერებში:"წმიდაო სტეფანე,ქობულ ...

ქორდიკო
(ქართული) "იყავ" (მეგრული ზმნის ფორმას დართული აქვს მოფერებითი სუფიქსი "იკო"). ...

ქრისტესია
ქართული სახელია,რომელსაც საეკლესიო კალენდარი ქრისტეფორეს შესატყვისად მიიჩნევდა.აქედანაა გვარი ქრისტესაშვილი.ამ სახელის ...

ქრისტეფორე
(ბერძნული)"ქრისტეს მტვირთველი","ქრისტეს მაღიარებელი".წმინდა მოწამეთა სახელია. ...

ქრისტინე
(ბერძნული) "ქრისტესი", "ქრისტიანი". პარალელური ფორმაა ქრისტინა. ერქვა რამდენიმე მოწამეს. ...

ქსენია
(ბერძნული) "სტუმართმოყვარე", ან: "უცხო", "უცხოელი". ერქვა რამდენიმე მოწამეს. ...

ქუცნა
(ქართული)–გვხვდება იერუსალიმის ქართული კოლონიის მასალებში(Xს.)მისი ვარიანტია ქუცნია:გაბლაშისძე ქუცნია მეუღლე თინასთან ...

ქუჯი
ეს სახელი ერქვა ძველი კოლხიდელების ლეგენდარულ გმირს(შეადარეთ ციხის სახელი ციხე-გოჯი).ქუჯი ... 
ღ 
ღაბუა
(ქართული) "ჩასუქებული", "ყელღაბაბიანი". ...

ღაღანა
(ქართული) "მოელვარე", "ხასხასა", ან "მოღუღუნე". ...

ღვინია
(ქართული)დღეს ადამიანის სახელად იშვიათია(გვხვდება ხარის სახელად,გაიხსენეთ ეკ.გაბაშვილის მოთხრობა"ღვინია გადაიჩეხა"),მაგრამ წინათ ...

ღუტა
ღუტუ(ქართული)შრდ.ხუტა,ხუტუ. ...

ღუღუნი
(ქართული)მტრედის ხმიანობის აღმნიშვნელი სიტყვაა, ქცეული საკუთარ სახელად.გვაქვს ამ სახელისაგან ნაწარმოები ... 
ყ 
ყაისარ
გვხვდება აგრეთვე ყაისო-ს ფორმით.იგივეა,რაც კეისარი(" მეფე"). ...

ყამარ
(არაბული) "მთვარე". სხვაგვარი ეტიმოლოგიით: "ცის თაღი", "კამარა" (ხურიტულად). ...

ყარამან
(სპარსული)"გმირი". ...

ყაფლან
(თურქული)"ვეფხვი".აქედანაა გვარი ყაფლანიშვილი. ...

ყვარყვარე
(ქართული)მიღებული ჩანს უყვარს ზმნის ძირის გაორკეცებით.თუ ასეა,"საყვარელს"უნდა ნიშნავდეს.ათაბაგთა საგვარულო სახელი ... 
შ 
შადიმან
(სპარსული)"სიხარული". ...

შავლეგ
(ქართული)"შავი","შავგრემანი"(მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ უჩა,შიო).ვარიანტული ფორმაა შავლეგო ...

შალვა
(ქართული)ეტიმოლოგია დაუდგენიელია,შესაძლბელია შავლეგ-ის ვარიანტს წარმოადგენს.როგორც ალექსი ჭინჭარაულმა აღნიშნა,ამის დამადასტურებელია ერთი ...

შამილ
(არაბული)"ყოვლისმომცველი".კავკასიის მთის ხალხთა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მეთაურის,იმამ შამილის (1797-1871)სახელი ძალზე პოპულარული ...

შამშე
შანშე(ძველი ებრაული)"მზე"(შეადარეთ სამსონ),ან (სპარსული)"მეფეთ-მეფე"(შაჰინ-შაჰ→შან-შა). შესაძლებელია,რომ დიდი ფონეტიკური მსგავსების მიუხედავად,აქ ჩვენ ...

შაქრო
(ქართული)მიიჩნევა ზაქარია-ს მოფერებით ფორმად, თუმცა შეიძლება მისგან დამოუკიდებლად იყოს წარმოქმნილი.აქედანაა ...

შედან
(სპარსული)"ლომი".აქედანაა გვარი შედანია. ...

შევარდენა
(ქართული)არაკალენდარული სახელია,რომლისაგანაც მომდინარეობს გვარები:შევარდენიძე,შევარდნაძე.საეკლესიო კალენდრით მას ეფარდება იერაქსი(ბერძნული"ქორი"). ...

შენგელი
(ქართული)აქედანაა გვარები:შენგელია,შენგელაია. ...

შერგილ
(სპარსული)"ლომის დამჭერი".ცნობილია შერგილ დადიანი (XIVს.) ...

შერლომ
ქართული სახელია,სადაც შერწყმულად,კომპოზიტის ფორმით,არის წარმოდგენილი სპარსული სიტყვა‘შერ’და მისი ქართული შესატყვისი ...

შერმადინ
(არაბული)"სარწმუნოების სინდისი".ეს სახელი ჰქვია"ვეფხისტყაოსნის"ერთ-ერთ პერსონაჟს,ავთანდილის ერთგულ მსახურს.შერმადინი გვარიც არის ამავე ...

შვენა
(ქართული). ...

შიო
უნდა მომდინარეობდეს სიაოშ-ისაგან,რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და"შავგვრემანს","შავ მამაკაცს"ნიშნავს. ძველ ქართულში ...

შმაგი
(ქართული) ...

შოთა
ამ ფორმით გვხვდება მხოლოდ ქართველებში და თანაც,შუა საუკუნეებიდან მოკიდებული,გვხვდება საკმაოდ ...

შორენა
(ქართული) მიღებულია ბორენა-საგან გრაფიკული ცვლილების გზით (ძველ ქართულ ანბანში შ ...

შოშიტა
(ქართული)-ცხადია,აქ‘ტა’კნინობითი სუფიქსია(ისევე როგორც სხვა სახელებში,როგორიცაა:ბეჟიტა,ბერიტა,გოგიტა,ხახუტა და სხვანი).თუ ასეა,უნდა გვქონდეს სახელი ...

შუქია
(ქართული). ...

შუქრი
(არაბული)"მადლიერი". ...

შუშანიკ, შუშანა
სომხური ფორმაა სუსანა-სი, რომელიც წარმოშობით ებრაულია და "წყლის შროშანს" ნიშნავს. ... 
ჩ 
ჩაგუ
(ქართული)გავრცელებული სახელი იყო კოლხეთში,ამჟამად იშვიათად გვხვდება.მისი მოფერებითი ფორმაა ჩაგუნა.არსებობს აგრეთვე ...

ჩალხია
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სახელია. ...

ჩარგაზ
ამჟამად იშვიათი სახელია,გვხვდება ძირითადად სამეგრელოსა და სვანეთში.უნდა მომდინარეობდეს ჩერქეზ ეთნონიმისაგან(ე→ა ...

ჩიორა
(ქართული). ...

ჩიტო
(ქართული) მისი კნინობითია: ჩიტუნა, ჩიტუნია, ჩიტოლია. გვხვდება ვაჟის სახელადაც. მისგანაა ...

ჩიტო
(ქართული)გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. მისი მოფერებითი ფორმებია:ჩიტუნია,ჩიტურა,ჩიტუა და ... 
ც 
ცაბუ, ცაგო
(ქართული) მოეპოვება მრავალფეროვანი ვარიანტები: ცაბა, ცაბო, ცაბუა, ცაბული, ცაბურა... ამოსავალი მნიშვნელობა ...

ცაგო
(ქართული) მისი ვარიანტებია: ცაგუ, ცაგული, ცაგუნია... ...

ცანგალა
(ქართული) ...

ცარო
(ქართული) მისი ვარიანტებია: ცარუ, ცავრინა, ცარინა... ...

ცაცა
(ქართული) მისი ვარიანტებია: ცაცო, ცაცალა, ცაცანა, ცაცუნა... ...

ცეცილია
ძველი რომაული სახელია, რომლის მნიშვნელობაც არ არის ნათელი. ზოგი უკავშირებს ...

ციალა
(ქართული). ...

ციკო
(ქართული) ეს სახელი ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირ ...

ცინარა
ქართული) "მოცინარი". ვარიანტული ფორმებია: მცინარა, ცინარი, ცინუკი, ცინო... ...

ციოყ
გავრცელებული იყო ძირითადად სვანეთში,დადეშქელიანთა საგვარეულოში.ამჟამად ძალზე იშვიათად გვხვდება.ეტიმოლოგია უცნობია.იხ.სოზარ. ...

ცირა
(ქართული) მეგრულად ნიშნავს "ქალიშვილს" (შეადარეთ აგრეთვე გურული ციცა, ცა). მისივე ...

ცისანა
(ქართული). ...

ცისია
(ქართული). ...

ცისკარა
(ქართული)გვხვდება როგორც ვაჟის,ისე ქალის სახელად.ნიკოლაფხეშვილი ცისკარა იხსენიება"ტბეთის სულთა მატიანეში"(XIVს.,#536).აქედან წარმოქმნილი ...

ცისმარა
(ქართული) ვარიანტული ფორმაა ცისმარი. ...

ცისნამი
(ქართული). ...

ციური
(ქართული). ...

ციცია
(ქართული) ეს სახელია ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირ ...

ციცინო
(ქართული). ...

ცოტნე
(ქართული)"უმცროსი","პატარა".შეადარეთ‘ცოტა’(ნ.მარის ეტიმოლოგიით):ან"მცოდნე"(ქ.ლომთათიძე).საქართველოს ისტორიიდან კარგად არის ცნობილი მონღოლთა წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი ...

ცოქალა
(ქართული) "სხვა, უცხო ქალი" (ცხო ქალ-ა), "სხვა ოჯახიდან მოსული (პატარძალი)". ...

ცუცა
(ქართული) მისი ვარიანტული ფორმებია: ცუცია, ცუცკა, ცუცქა, ცუცნა, ცუცუნა, ცუცუ... ...

ცქირი
(ქართული)მეგრული სქირის("შვილი")ფონეტიკური ვარიანტი უნდა იყოს,ან მიღებულია ცქვირ("ცქვიტი")ფუძიდან ვ-ს დაკარგვით(იხ.იოსებ ყიფშიძე:ცქვირინი ... 
ძ 
ძაბული
(ქართული) განსაკუთრებით გავრცელებულია სამეგრელოში, მიღებული ჩანს "ძღაბი" ( "გოგო") სიტყვის ...

ძაგან
(სომხური)"ნაშიერი","ნაშობი","შვილი".აქედანაა გვარები: ძაგნიძე,ძაგანია,ძაგანაშვილი. ...

ძაღლიკა
(ქართული)ჰქვია ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პოემის გმირს, გვარად ხიმიკაურს.გავრცელებული სახელი იყო მთაში,დღეს ...

ძაძუ
გავრცელებული სახელია დასავლეთ საქართველოში, ყაბარდოულად ნიშნავს "ჩვილს", "ძუძუმწოვარს". მსგავსი სახელი ...

ძიძია
(ქართული) ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის "ხევისბერი გოჩას" ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია. ... 
წ 
წათე
ამ სახელით ცნობილია ლაზიკის მეფე წათე I და მისი ძე ...

წიქა
(ქართული)თითქოს"წითურს"ნიშნავს(შეადარეთ ხარის სახელი წიქარა ცნობილ ხალხურ ზღაპარში).გავრცელებულია მთაში. გვხვდება ვაჟა-ფშაველას ...

წყალობა
ქართული სახელია,დღეს მეტად იშვიათი(იგულისხმება"ღვთის წყალობა".მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბერძნული დოროთე,თედორე,სლავური ბოგდან,სომხური ... 
ჭ 
ჭაბუა
ჭაბუკა(ქართული)მზეჭაბუკ-ის შეკვეცილი ფორმებია,რომელთაც აქვთ დამოუკიდებელ სახელებად ქცევის ტენდენცია.შეადარეთ ჭაბუკი.მათგან წარმოქმნილი ...

ჭაბუკი
(ქართული)ემთხვევა საზოგადო სახელის ფორმას და მისგან გარჩევის მიზნით სახელობითი ბრუნვის ...

ჭიაბერ
(ქართული)კომპოზიტური სახელია,რომლის პირველი ნაწილია ჭია("წითელი"),მეორე-ბერ("შვილი").ეს სახელი ერქვა არაერთ ისტორიულ პირს,მათ ...

ჭიჭიკო
(ქართული)"პატარა","პაწია".მეგრულ ზედსართავ სახელს ‘ჭიჭე’დართული აქვს კნინობითი სუფიქსი‘იკო’.გვხვდება აგრეთვე‘ია’სუფიქსიანი ფორმა ჭიჭია,ამათგან ...

ჭოლა
(ქართული)"ვაჟი","ყმაწვილი"(შეადარეთ მეგრულ ჭკორი-" ყმა").საალერსო ფორმებია:ჭოლიკა,ჭოლიკო.ამათგან წარმოქმნილი გვარებია:ჭოლაძე,ჭოლიკაური,ჭოლიკაშვილი,ჭოლიკიძე. ...

ჭულა
(ქართული)ამ სახელის განმარტების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს:ა)ჭოლას ფონეტიკური ვარიანტია, ბ)‘წულ’არსებითი სახელის ...

ჭუჭულა
(ქართული)"წიწილა". ... 
ხ 
ხათუთა
იგივეა რაც ხათუნა. ...

ხათუნა
თურქულ და ირანულ ენებში ნიშნავს "ქალბატონს", "მანდილოსანს". ქართულში საკუთარ სახელად ...

ხარება
(ქართული)დღეს იშვიათად იხმარება.მისგან ჩანს მიღებული გვარები:ხარაბაძე,ხარებავა.ამ უკანასკნელს უკავშირდება სოფლის სახელი ...

ხარიტონ
(ბერძნული)"მადლიანი","გულუხვი". ...

ხარლამპი
(ბერძნული)"სიხარულით გაბრწყინებული". ...

ხატია
(ქართული) "დახატული", ე. ი. "ძალიან ლამაზი" (შეადარეთ გამოთქმა "კალმით ნახატი"). ...

ხატიჯე
(არაბული) "ნაადრევად დაბადებული", "დღენაკლული". ...

ხატული
(ქართული). ...

ხახარე
(ქართული)"ახარე". ...

ხახუტა
(ქართული)ნაწარმოებია კნინობითის‘ტა’სუფიქსით ხახუ სახელისაგან(ბერიტა,გოგიტა,შოშიტა და სხვა სახელთა მსგავსად).მისგან მომდინარეობს გვარები:ხახუტაშვილი,ხახუტაიშვილი. ...

ხვარამზე
(სპარსული) "მზისა", "მზიანი". ძველი ფორმაა ხუარანძე. ასე იხსენიებს მემატიანე ვახტანგ ...

ხვაშაქი
(ირანული) "კარგი", "ლამაზი". ცნობილია თამარ მეფის დროინდელი დარბაისელი ქალი ხვაშაქ ...

ხვთისო
(ქართული)"ღმერთისა".ქართული სიტყვა ღმერთი, ჩვეულებრივ,ბრუნვის დროს იკუმშება და ნათესაობით ბრუნვაში მოდვცა ...

ხვიჩა
(ქართული)მეგრულად ნიშნავს"გაბრწყინებულს","მოცინარს ","მოციმციმეს".ეს სახელი ჰქვია უიარაღოს"მამელუკის"მთავარ გმირს.ხვიჩასგან არის წარმოქმნილი გვარი ...

ხირლიჩა
(ქართული)მისი პარარელური ფორმაა ხინჩლა,რომელიც მომდინარეობს ყინჩლა-საგან და წარმოადგენს ყინჩ-ის("კარგის")კნინობით ფორმას(გ.ბედოშვილის ...

ხორეშან
(სპარსული) "ბედნიერი". გავრცელებული სახელი იყო განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. სხვათა შორის, ...

ხოსრო
(სპარსული)"კეთილი სახელის მქონე","სახელმოხვეჭილი", "სახელოვანი".იხმარებოდა სპარსეთის შაჰების ეპითეტად,აქედან კი საზოგადოდ"მეფის"მნიშვნელობა შეიძინა.მისი ...

ხურსი
(სპარსული)"დათვი".აქედანაა გვარები ხურციძე(←ხურსიძე)და ხურცილავა(←ხურსილავა). ...

ხუტა
ხუტუ–უკავშირდება ხურიტულს,სადაც ხუტუ ღვთაების ეპითეტია და ნიშნავს"მებრძოლს".შეადარეთ აგრეთვე ფალაური‘ხვატა’. ... 
ჯ 
ჯაბა
ესაა შემოკლებული ჯაბრიელ,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ძველი ებრაული სახელის,გაბრიელის,არაბიზებულ ფორმას.გაბრიელი ...

ჯავარა
მომდინარეობს არაბული ჯავარ სიტყვისაგან, რაც ნიშნავს "ძვირფას ქვას", "თვალმარგალიტს", აქედან ...

ჯავახ
(ქართული) ეთნონიმი ქცეულია ანთროპონიმად (შეადარეთ ივერი, იმერი, კახი, და სხვ.) ...

ჯამბაკურ
ამ სახელის მეორე ნაწილს შეადგენს ბაკურ,პირველი ნაწილის წარმომავლობა კი საცილობელია.უკავშირებენ ...

ჯამილა
(არაბული) "მშვენიერი". იგივეა, რაც კამილა. შეადარეთ აგრეთვე ვაჟის სახელი ჯემალ. ...

ჯამლეთ
ეტიმოლოგია უცნობია. ...

ჯანეტა
(არაბული) "სამოთხე", შეადარე ჟანეტა. ...

ჯანიკო
იგივე სახელია წარმოდგენილი ქართული საალერსო‘იკო’სუფიქსით.გვხვდება როგორც ვაჟის,ისე ქალის სახელად.ამავე ფუძიდან ...

ჯანიკო
სპარსულ სახელს "ჯან" ( "სული", "საყვარელი") დართული აქვს ქართული სუფიქსი ...

ჯანო
წარმოადგენს ჯანსუღის,ჯანბერის ან სხვა რომელიმე ასეთი სახელის შემოკლებულ ფორმას. ...

ჯანსუღ
(სპარსული)"ვისაც სული დაეწვა"(იგულისხმება სიყვარულით),"სულ-დამწვარი","შეყვარებული" (ეტიმოლოგია საეჭვოა). ...

ჯარჯი
მიღებული ჩანს თურქული ჯარჩი-საგან,რაც სამოხელეო ტერმინია და ნიშნავს"ამბის გამომცხადებელს","მაცნეს". ...

ჯახანა
(სპარსული) "სამყარო". ...

ჯაჯუ
შესაძლოა წარმოადგენდეს ძერა-ს კოლხურ შესატყვისს.აქედან ჩანს წარმოქმნილი გვარი ჯაჯანიძე(ე.ი."ძერიას-ძე ").ამავე ...

ჯეირანული
(თურქული)გარეული ცხოველის სახელი(ჯეირანი ანუ ქურციკი)ქცეულია პიროვნულ სახელად თურქულ ენებში და ...

ჯემალ
(არაბული)"სილამაზე","სიკეთე","სრულქმნილება".იგივეა ქალის სახელები:კამილა,ჯამილა. ...

ჯენეტ
ჯენეტო(არაბული)"სამოთხე".შეადარეთ ქალის სახელი ჟანეტა//ჯანეტა. ...

ჯვებე
(ქართული)მეგრულად ნიშნავს"მსხვილნაკვთიანს".შეიძლება პალატალიზებული ფორმა იყოს სახელისა იობ-ჯობ-ჯობე//ჯვებე. ...

ჯიბო
ითვლება ჯიბრაელ-ის შემოკლებულ ფორმად(იხ.ზემოთ ჯაბა).მისგან წარმოქმნილია გვარი ჯიბუტი.ამავე სახელის კნინობითია ...

ჯიმშერ
(სპარსული)"ტყუპი ლომი"(ეტიმოლოგია საეჭვოა).პარალელური ფორმებია:ჯიმშედ,ჯიმშელ.აქედანაა გვარები: ჯიმშერაშვილი,ჯიმშელაშვილი,ჯიმშელეიშვილი, ჯიმშიაშვილი,ჯიმშიტაშვილი,ჯიმშერაძე,ჯიმშელაძე,ჯიმშელიძე. ...

ჯოდორი
(ქართული)მეგრულად ნიშნავს"მსუქანს","გოდორას" (გოდორი→ჯოდორი). ...

ჯოკია
ამ სახელის და მომდევნო რამდენიმე სახელის ახსნა არ მოგვეპოვება. ...

ჯონდი
ჯონდო ...

ჯოტო
(ბერძნული)იოტა("პატარა")→იოტ-ო→ჯოტო.შდრ.ჟოტია. ...

ჯოჯიკ
ძველი ქართული სახელია,რომლის ეტიმოლოგია უცნობია. გვხვდება ჯერ კიდევ Vს-ში(ჯოჯიკი ერქვა ...
ჯუანშერ
(სპარსული."ახალგაზრდა ლომი").საქართველოში ცნობილ პირთა სახელად გვხვდება უძველესი დროიდან.აქ პირველ რიგში ...

ჯუმბერ
გვხვდება მხოლოდ ქართულში.შესაძლოა მიღებული იყოს ჯუანშერ-ისაგან ფონეტიკური და გრაფიკული ცვლილებების ...

ჯუნა
(ქართული)შეიძლება ჯუანშერის შემოკლებული ფორმა იყოს.მეგრულად ნიშნავს"კოცნას". ...

ჯურხა
(ბალყარული)"იორღა","თოხარიკი ცხენი". ... 
ჰ 
ჰაიდარ
(არაბული)"ლომი". ...

ჰამლეტ
...

ჰასან
(არაბული)"კარგი".უფრო ხშირად იხმარება მისი სახეცვლილი ფორმები:ასან(იხ)ან ხასან.ამავე სახელის ვარიანტული ფორმაა ...

ჰენრიხ
(ძველი გერმანული)შემოკლებით ჰერნი, ენრი,ქართული მოფერებითი ფორმაა ენრიკო.ამავე ფუძიდან ნაწარმოებია ქალის .. 


კატეგორია: სახელების ისტორია | ნანახია: 31406 | დაამატა: begliti | რეიტინგი: 3.4/28 |
სულ კომენტარი: 0