ილია ჭავჭავაძე - 18 თებერვალში 2009 - Personal site
ხუთშაბათი, 2016-12-08, 1:07 AM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 203
მთავარი » 2009 » თებერვალი » 18 » ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
8:53 PM

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?


ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? 

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, 

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში 

ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ. 


თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, 

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი: 

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა 

და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი. 


ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს, 

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!” 

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს — 

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია! 


ოქტომბერი, 1861 წ. 

ყვარელი.





კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 426 | დაამატა: begliti | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0