სამშაბათი, 2024-03-19, 5:08 AM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
მთავარი » სახელების ისტორია
სახელების ისტორია  1
აკაკი  

(ბერძნული)"არ-ავი",ე.ი."უბოროტო","უზაკველი","კეთილი".ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახელია ამჟამად საქართველოში,რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი დიდი პოეტის აკაკი წერეთლის პოპულარობამ.მისი შემოკლებული,საალერსო ფორმებია:აკა,აკი,აკო,კაკო, კაკუნა.აკაკი(აკაკის ხე)მცენარესაც ჰქვია.იმავე ძირისგანაა ნაწარმოები აგრეთვე მეორე მცენარის სახელი–აკაცია.


ალეკო  

(ბერძნული)"მცველი". 


ალექსანდრე  

(ბერძნული)"მცველი ვაჟკაცი","მამაცი მცველი" (კომპოზიტია,რომლის ნაწილებიც ცალ-ცალკე გვხვდება საკუთარ სახელად:ალეკო-"მცველი",ანდრე-"მამაცი". გვხვდება ქალის სახელიც–ალექსანდრა.ამ სახელით ცნობილია არაერთი მოწამე–ქალიც და კაციც.აქედანაა გვარი ალექსანდრია.საალერსო ფორმებია:ალე,ალიკო,ალიოშა, სანდრო,საშა.


ალექსი  

(ბერძნული)"მცველი".აქედანაა გვარები:ალექსიშვილი, ალექსაშვილი,ალექსიძე.საალერსო ფორმებია:ალე,ლექსო.



ალმასხან  

(თურქული)კომპოზიტი სახელია,სადაც იმავე ალმას საკუთარ სახელს დართული აქვს თურქული ენი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სახელების ისტორია | ნანახია: 11457 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-23

ი 
ია  

ადრეული გაზაფხულის ყვავილის ასხელია, ბერძნულად მას ჰქვია იონ. მისი მრავლობითი რიცხვის ფორმაა ია, რომელიც ქალის სახელად არის ქცეული და შესულია ევროპულ ენებშიც. მაგალითად, რუსულში, ფრანგულში (იხ. ვიოლა, ვიოლეტა). იგივე სიტყვა ნასესხებია ყვავილის სახელადაც (შეადარეთ რუსული фиалка - "ია", фиолетовый - "იისფერი"). ასევე ქართულშიც ია შემოსულია ყვავილის აღსანიშნავადაც და ქალის სახელადაც. ია ქალის სახელად გვხვდება ბორჯომის ხეობაში მარიამწმინდის ეკლესიის ფრესკაზე (XII-XIII სს.), რომელზეც გამოსახული არიან ქალი და ვაჟი (ჩანს, დედა-შვილი) იაი და შოთა. შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ესენი შოთა რუსთაველი და დედამისი იყვნენ.

 

იაგო 

  ესპანური ფორმაა იაკობ-ისა,ანდა მიღებულია იაგორ-ის შემოკლებით.

 
იაკობ  

(ძველი ებრაული)"მიმყოლი","მიმდევარი".თავდაპირველად ნიშნავდა ტყუპთაგან მეორეს,მომდევნოს,შემდეგ კი შეიძინა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლის ანუ ღვთის კვალზე მავალისა.ეს სახელი ერქვა ბიბლიური ისაკის ვაჟს,ებრაელთა მამამთავარს.გვხვდება უძველეს ქართულ ტექს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სახელების ისტორია | ნანახია: 10266 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-23

რ 
რამაზ  

(არაბული)შესაძლოა უკავშირდებოდეს მაჰმადიანთა მარხულობის თვის სახელწოდებას რამაზანს და ნიშნავდეს ამ თვეში დაბადებულს(შეადარეთ ქართული აღდგომელა,მარტია,მაისა).მეფის სახელად გვხვდება"ვეფხისტყაოსანში ".მისგან ნაწარმოებია გვარები: რამაზაშვილი,რამაზიშვილი.


რატი  


(ირანული)"ბატონი",ან"დიდსულოვანი","სულგრძელი". ერისთავთა საგვარეულო სახელია,ერქვა საქართველოს ისტორიაში ცნობილ არაერთ პიროვნებას,მაგალითად ცნობილია,პოეტი-ჰიმნოგრაფი რატი ორბელიანი(Xს.).აქედანაა გვარები:რატიანი,რატია,რატიშვილი,მხარის სახელწოდება–რაჭა. 



რაფიელ


  (ძველი ებრაული)"ღვთის შემწეობით განკურნებული" (სიტყვასიტყვით:"ღმერთმა განკურნა").ერთ-ერთი გავრცელებული ბიბლიური სახელია,სხვადასხვა ხალხში გვხვდება სხვადასხვა ფორმით.ქართულში შემოკლებული ფორმაა რაფო 


რევაზ  

(ირანული)"უმდიდრესი","წარჩინებული".მოფერებითი ფორმებია:რეზო,რეზიკო.აწარმოებს რევაზიშვილის გვარს. 


როდიონ  


(ბერძნული)"როდოსელი"(კუნძულ როდოსის მცხოვრები). თვით კუნძუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სახელების ისტორია | ნანახია: 31368 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-21