(ბერძნული)"არ-ავი",ე.ი."უბოროტო","უზაკველი","კეთილი".ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახელია ამჟამად საქართველოში,რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი დიდი პოეტის აკაკი წერეთლის პოპულარობამ.მისი შემოკლებული,საალერსო ფორმებია:აკა,აკი,აკო,კაკო, კაკუნა.აკაკი(აკაკის ხე)მცენარესაც ჰქვია.იმავე ძირისგანაა ნაწარმოები აგრეთვე მეორე მცენარის სახელი–აკაცია.
ალეკო
(ბერძნული)"მცველი".
ალექსანდრე
(ბერძნული)"მცველი ვაჟკაცი","მამაცი მცველი" (კომპოზიტია,რომლის ნაწილებიც ცალ-ცალკე გვხვდება საკუთარ სახელად:ალეკო-"მცველი",ანდრე-"მამაცი". გვხვდება ქალის სახელიც–ალექსანდრა.ამ სახელით ცნობილია არაერთი მოწამე–ქალიც და კაციც.აქედანაა გვარი ალექსანდრია.საალერსო ფორმებია:ალე,ალიკო,ალიოშა, სანდრო,საშა.
(თურქული)კომპოზიტი სახელია,სადაც იმავე ალმას საკუთარ სახელს დართული აქვს თურქული ენის დამახასიათებელი სუფიქსი(წარმოშობით–საპატიო ტიტული) ხან.ანალოგიურად ნაწარმოები სახელებია:დურმიშხან, მირზაყან||მურზაყან,არზაყან და სხვ.
ალუდა
გვხვდება მთის კილოებში.ამ სახელს ატარებდა ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პოემის გმირი–ალუდა ქეთელაური. არსებობს მოსაზრება,რომ ეს სახელი ეტიმოლოგიურად ლუდს უკავშირდება და ჩვენში შემოსულია ოსურიდან ან სკვითურიდან(ვ.აბაევი,მ.ანდრონიკაშვილი),მაგრამ ეს მოსაზრება საეჭვო ჩანს.ალუდა დაკავშირებული უნდა იყოს ცნობილ აღმოსავლურ სახელთან ალადინ-თან,რომლის ამოსავალი ფორმაა ალაუდინ და არაბულად ნიშნავს" რწმენის სიმაღლეს".თავდაპირველად ეს იყო მუსულმანური ქვეყნების მმართველთა ტიტული,რომელიც XIV-XV საუკუნეებიდან შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა და ვაჭრებმა დაისაკუთრეს.ბოლოს იგი საკუთარ სახელად იქცა და ფართოდ გავრცელდა,განსაკუთრებით შუა აზიისა და ვოლგისპირეთის თურქულენოვან ხალხებში,რომელთა ენების ფონეტიკურ კანონზომიერებათა მიხედვით გაჩნდა ნაირფერი ვარიანტები:ალოუდინ,ალოვუტდინ,ალოვადინ,ალოვიდინ... ამ ფორმათა შეკვეცისა და გაქართულების შედეგია ალუდა, ალადა,ალადო,რომლებიც საფუძვლად უძევს ქართულ გვარებს:ალუდაური,ალადაშვილი,ალადოშვილი.
ქართული ხალხური ეპოსის გმირის სახელია,რომელსაც ქართულში მნიშვნელობის დამაჯერებელი ახსნა არ მოეპოვება.შეიძლება კავშირი ჰქონდეს არაბულთან,სადაც ამირ("წინამძღვარი")დაალი("მაღალი")ცალ-ცალკეც და ერთადაც გვხვდება საკუთარ სახელებად.ამირ შედის აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელის შემადგენლობაში, რომლებიც ამჟამად ქართულში პიროვნულ სახელებად აღარ გვხვდება,მაგრამ დაცულია გვარებში:ამირასლანაშვილი, ამირბეგიშვილი,ამირგულაშვილი,ამირხანაშვილი,ამირჯანაშვილი.ცალკე ამირ-ისაგან ნაწარმოებია გვარი ამირიძე.ამირან დარეჯანისძე კლასიკური ხანის ქართული საგმირო-სარაინდო ეპოსის"ამირანდარეჯანიანის"მთავარი გმირია.
ანა
(ძველი ებრაული) "სასურველი", "სანდომიანი", "საამო". ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): "იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი" (DE ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი
ანასტასია
(ბერძნული) " მკვდრეთით აღმდგარი ", " სიცოცხლეს დაბრუნებული ". იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია... სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან – არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია.
ანზორ
(ქართული)"აზნაური","თავისუფალი".ქართული სიტყვა პირველად საკუთარ სახელად უქცევიათ და თავისებურად გადაუკეთებიათ ჩრდილო კავკასიის ხალხებს.მთიელ პერსონაჟთა სახელად ის გამოიყენა ჯერ ალექსანდრე ყაზბეგმა(მოთხრობა"ელისო"),შემდეგ–სანდრო შანშიაშვილმა (პიესა"ანზორ").ამ ნაწარმოებთა მეშვეობით ეს სახელი საქართველოშიც პოპულარული გახდა.
ანტონ
(ბერძნული)ზუსტად არ ითარგმნება,თარგმნიან როგორც" მეომარს ","ომში ჩაბმულს",წინამძღოლს",მეთაურს".ეს სახელი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პირველივე ხანებიდან გახდა პოპულარული,რაც დაკავშირებულია ეგვიპტელი ქრისტიანი ბერის," მონაზვნობის მამად"წოდებული ანტონ დიდის სახელთან (III-IV სს)მისი"სწავლანი"და ეპისტოლენი ადრევე უთარგმნიათ ქართულად და რამდენიმე რედაქციით არის დაცული ძველ ხელნაწერში.ქართველ საეკლესიო და პოლიტიკურ მოღვაწეთაგან ამ სახელით ცნობილია ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე (XII-XIII სს.)გელათის მთავარეპისკოპოსი ანტონ გელათელი(XVI ს.II ნახ.),მწერალი და მეცნიერი, პირველი ქართული მეცნიერული გრამატიკის ავტორი, კათალიკოსი ანტონ I(1720-1788 წწ.),კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II(1764-1827 წწ.)და სხვ.ამ სახელიდან წარმოდგება ქართული გვარები:ანტონაშვილი,ანტონიშვილი ანტონიძე,რუსული-ანტონოვი.
არსენ
(ბერძნული)"მამაცი","ვაჟკაცი".ამ სახელით ძველთაგანვე ცნობილია არაერთი ქართველი მოღვაწე,განსაკთრებით_ სასულიერო პირთა შორის:კათალიკოსი არსენ I დიდი, საფარელი(დაახლოებით 820/830-877/887 წწ.),არსენ II, ქართლის კათალიკოსი(დაახლ. 955-980 წწ.),არსენ ბერი_ დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი(XI-XII სს.), არსენ იყალთოელი_ფილოსოფოსი,მწერალი,ჰიმნოგრაფი(XI-XII სს.),არსენ ბულმაისიმისძე_მწერალი,საქართველოს კათალიკოსი(XIII ს. I ნახ.)და სხვ.ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარები:არსენიშვილი,არსენიძე,არსენაშვილი, არსენაძე.
არჩილ
(ირანული)"სწორი","წრფელი","მართალი","ნათელი"," მადლმოსილი".ერთ-ერთი უძველესი და ძალზე გავრცელებული სახელია,რომელიც ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება.ცნობილია ქართლის ერისმთავარი არჩილი (VIII ს.),რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ეწამა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.კარგად არის ცნობილი აგრეთვე მეფე-პოეტი არჩილი (1647-1713 წწ.).
ასლან
(თურქული)"ლომი",მოგვიანებით შეიძინა"გმირის","გოლიათის","დიდის" მნიშვნელობა.ამოსავალი ფორმაა არსლან, რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ"ტბეთის სულთა მატიანეში":"სულისა ბალასძისა არსლანისსა შეუნდვენ ღმერთმან" (XII-XIII სს.)გამარტივებული ფორმა ასლან დასტურდებაXVI ს-დან.მისგან ნაწარმოები გვარებია: ასლანიშვილი,ასლანიკაშვილი,ასლანიძე. ბ ბაგრატ
ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია.ეს სახელი ერქვა რამდენიმე მეფესა და ერისმთავარს,მოყოლებული ბაგრატ I კურაპალატიდან,რომელიც იყო გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე,ტაო-კლარჯეთის მთავარი(826-876 წწ.)გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო ბაგრატ დიდი (X ს.60-იანი წლების დასაწყისი–1014 წ.),რომელმაც სათავე დაუდო ბაგრატიონთა დინასტიას.აქედან მოდის გვარი ბაგრატიონი.ბაგრატი სომეხ მეფეთა საგვარეულო სახელიც იყო.წარმოშობით ამ სახელს უკავშირებენ ძვ.სპარსულს: აგადატა-"ღვთის ბოძებული", "ღვთის წყალობა"(ასეთი შინაარსის საკუთარი სახელები ხშირად გვხვდება სხვადასხვა ენაში,მაგალითად:ბერძნული თეოდორე,დოროთე,სლავური ბოგდან,თურქული ალაჰვერდი,სომხური ასტვაწატურ,ქართული წყალობა).არსებობს ბაგრატის სხვაგვარი განმარტებაც:"ღვთის შექმნილი","ღვთის მიერ დაცული".
ბადრი
(არაბული)"სავსე მთვარე",გადატანით-"სრულქმნილი".ეს სახელი ჰქვია ზღაპრული ამირანის ძმობილს.მისგანაა მიღებული გვარები:ბადრიძე,ბადრიშვილი,ბადრიაშვილი
ბათუ
წარმომავლობა დაუდგენელია.შესაძლოა უკავშირდებოდეს სპარსულ ბათურ-ს ან მონღოლურ ბათო-ს,ზოგის აზრით ურარტული სახელია,ზოგი კი ებრაული ბართლომე-ს შემოკლებულ ფორმად მიიჩნევს.ამ სახელით ცნობილია მოწამე ხუცესი,რომლის ხსენების დღეა 26 მარტი.
ბაია
როგორც ჩანს, ქართული მინდვრის ყვავილის სახელია ქცეული ქალის სახელად (შეადარეთ: ია, ვარდო, ენძელა...). ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობისა უნდა იყოს.
ბაკურ (ირანული)"ღვთის შვილი","ძე ღმრთისა".ეს სახელი ქართულში გავრცელებულია უძველესი ხანიდან,გვხვდება ჯერ კიდევ პალესტინის ქართულ წარწერებში (V ს.30-40-იანი წლები):"და ძუძეეულნი მათნი ბაკურ და გრი-ორმიზდ და ნაშობნი მათნი, ქრისტე... შეიწყალენ.ამენ". აქ ნახსენებია პეტრე იბერის პაპა(დედის მამა)–ბაკურ დიდი, მეფე ქართლისა.ბაკური ერქვა საქართველოს რამდენიმე სხვა მეფესა და დიდებულსაც II-VIII საუკუნეებში.წინათ გვხვდებოდა აგრეთვე მისგან ნაწარმოები პიროვნული სახელი ბაკურიანი(მაგ.,ერთი ბაკურიანი,ბალდადისძე,ქართლის ერისთავი იყო VII-VIII სს-ში).ბაკურისაგან ნაწარმოებია სახელი ჯამბაკურ,გვარები:ბაკურაძე,ბაკურიძე,ბაკურია,გეოგრაფიული სახელები:ბაკურიანი,ბაკურციხე,ბაკურხევი და სხვ.
ბაქარ
(ქართული)ზოგი მკვლევარის აზრით,შესაძლოა ქართული ფორმა იყოს ბაკურ-ისა,რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და"ღვთის შვილს" ნიშნავს.უფრო დამაჯერებელი ჩანს მისი დაკავშირება არაბულ პიროვნულ სახელთან–ბაქრ( "ახალგაზრდა აქლემი").უთუოდ აქედან მოდის გვარები:ბაქრაძე და ბარქაია,ბაქარ-ისაგან ნაწარმოებია გვარი ბაქარაშვილი,შესაძლოა მისგანვე იყოს მიღებული ბაკარიძე და ბაქანიძე.
ბაჩანა
ქართული სახელია,"ტანმორჩილს" ნიშნავს(წარმოშობით უკავშირდება სპარსულ სიტყვას:ბაჩა-"ბავშვი").გვხვდება მისი სხვადასხვაგვარი სახეცვლილებაც:ბაჩა,ბაჩია,ბაჩუა, ბაჩო,ბაჩიტა,ბაჩილა,ბაჩალა,ბაჩულა,ბაჩუკი,ბაჩირა, ბაჩუკია.ბაჩანა ფსევდონიმად ჰქონდა ვაჟა-ფშაველას ძმას–პოეტ ნიკო რაზიკაშვილს.
ბებურ
(ქართული)აქედანაა გვარები:ბებურიშვილი,ბებურიძე,ბებურია.გეოგრაფიული სახელწოდება ბებურიანი (ლაგოდეხის რაიონი).
ბელა (ლათინური) "ლამაზი".
ბეჟან
მომდინარეობს ძველი ირანული სახელისაგან(ვეჟან-"ვეჯელი"ანუ"ირანელი").თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი:ვეჟან_ბეჟან.ბეჟანი ფირდოუსის განთქმული პოემის,"შაჰ-ნამეს",ერთ-ერთი გმირია.ამ სახელის კნინობითი ფორმებია ქართულში:ბეჟია,ბეჟუა,ბეჟიკო,ბეჟუკი,ბეჟიტა.ამათგან მომდინარე გვარებია:ბეჟანიშვილი,ბეჟანეიშვილი,ბეჟანიძე,ბეჟაშვილი,ბეჟიაშვილი,ბეჟუაშვილი,ბეჟუკაშვილი,ბეჟიტაშვილი.
ბესიკ
ბესარიონ-ის შემოკლებული,საალერსო ფორმაა,რომელიც დამოუკიდებელ სახელად იქცა.ამ სახელს ატარებდა XVIII ს.გამოჩენილი პოეტი ბესარიონ გაბაშვილი.ამჟამად ცნობილი პოეტია ბესიკ ხარანაული.
ბორის
(სლავური)სრული ფორმაა ბორისლავ,შედგება ორი სიტყვისაგან,რომელთა მნიშვნელობაა"ბრძოლა"და"დიდება ".მეორე მათგანი მონაწილეობს მრავალ სლავურ სახელში, როგორიცაა ვიაჩესლავ,სტანისლავ და სხვანი.
ბუდუ
(ხურიტული)"მსახური"(ეტიმოლოგია საეჭვოა).მის გავრცელებას უთუოდ ხელი შეუწყო სიტყვის მნიშვნელობის რუსულად გააზრებამ:буду-"ვიქნები".ცხადია,ეს გვიანდელი და მხოლოდ გარეგნულ მსგავსებაზე დამყარებული ხალხური ეტიმოლოგიაა.ბუდუ პიროვნულ სახელად გვხვდება კორიდეთის ოთხთავის(IX ს.)ბერძნულ მინაწერებში.მისი ფონეტიკური ვარიანტია სვანური გავრცელებული სახელი ფუთა. გ გაბრიელ
ძველი ებრაული)“ჩემი ძალა ღმერთია“. მთავარანგელოზის სახელია,რომელიც ქართულში,მსგავსად მსოფლიოს მრავალი ენისა,ძველთაგანვე ფართოდ არის გავრცელებული.მისი მოფერებითი ფორმებია:გაბა,გაბე, გაბელ,გაბილა,გაბრია,გაბრო,გაბო,გაბიტა... როგორც ძირითადი,ისე მოფერებითი ფორმებიდან ნაწარმოებია ათეულობით ქართული გვარი:გაბრიელაშვილი, გაბრიელიძე,გაბრიაძე,გაბიტაძე,გაბაძე,გაბიძე,გაბოძე,გაბროშვილი,გაბრუაშვილი,გაბრაშვილი,გაბაშვილი, გაბელაშვილი,გაბლიაშვილი,გაბლიშვილი,გაბიაშვილი, გაბიტაშვილი,გაბრავა,გაბელია,გაბელაია,გაბილაია, გაბესკირია,გაბისკირია,გაბლიანი,გაბიანი,გაბულდანი და სხვ. გაგი,გაგა-გვხვდება ძველ ქართულ დოკუმენტებში, მნიშვნელობა აუხსნელია(შდრ.კაკი).ამავე სახელის ვარიანტებია:გაგანა,გაგნა.ამათგან წარმოქმნილი გვარებია: გაგაძე,გაგანიძე,გაგნიძე,გაგიშვილი,გაგეიშვილი, გაგანაშვილი,გაგნაშვილი,გაგნიაშვილი.
გალაქტიონ
(ბერძნული)“რძისა“,“რძიანი“.ქრისტეს ერთ-ერთი მოწამის სახელია.ამავე ბერძნული სიტყვიდანაა ნაწარმოები ასტრონომიული ტერმინი გალაქტიკა(“რძის გზა“).ბერძნული კტ კომპლექსი ქართულად ქტ-თი გადმოიცემა.ეს წესი დაცული არ არის მხოლოდ დიდი ქართველი პოეტის სახელში–გალაკტიონ(ტაბიძე).
გეგა
გეგე(ქართული)პირის სახელად გვხვდებაXVI ს-დან, გვარებში–XVII ს-დან.ეს გვარებია:გეგაშვილი,გეგებერია, გეგეშიძე,გეგეჭკორი.
გერა
(ქართული)იგივეა რაც გელა(გერი||ნგერი არის მგელ სიტყვის კოლხური ფორმა).მიიღება აგრეთვე გერასიმე-ს შემოკლების გზით.გერა ჰქვია ლეო ქიაჩელის“გვადი-ბიგვას “ერთ-ერთ პერსონაჟს.
გერმანე (ლათინური)“ღვიძლი ძმა“.
გია
გიგა,გიგი(გიგია,გიგუცა),გიგო,გიგილო,გიგლა,გიგოლი–ქართული სახელებია,მიჩნეული გიორგი-ს ან გრიგოლ-ის შემოკლებულ ფორმებად,თუმცა წარმოშობით ზოგი მათგანი მაინც დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს და ახლა კვლავ იბრუნებს ოფიციალური სახელის უფლებას.ამ სახელებისაგან ნაწარმოებია მრავალი ქართული გვარი: გიგაშვილი,გიგოშვილი,გიგოლაშვილი,გიგიაძე,გიგუცაძე და ა.შ.
გივი
(სპარსული)მნიშვნელობა გაურკვეველია.აქედანაა გვარი გივიშვილი.გივი-ს მოფერებითი ფორმაა გიუნა,საიდანაც წარმომდგარია გვარი გიუნაშვილი. გიო(ბერძნული)მიღებულია გიორგი-ს შემოკლებით. მნიშვნელობით უდრის“მიწას“(იხ.აქვე გიორგი).
გიორგი
(ბერძნული)“მხვნელ-მთესველი“,“მიწათმოქმედი“.მთელ მსოფლიოში გავრცელებული სახელია.ქართულში ამ სახელის ფართოდ გავრცელებას მოწმობს გვარები:გიორგაძე,გიორგიძე,გორგაძე,გორგიძე,გოგაძე,გოგიძე,გოგია,გოგიავა. გოგიშვილი,გოგიაშვილი,გოგიტაშვილი,გოგიჩაიშვილი და სხვანი.
გიული
სპარსული სახელია, შემოსულია თურქულის გზით: "ვარდი".
გოგი
გოგია,გოგიტა,გოგლა-გიორგი-ს კნინობითი ფორმებია.ამავე სახელის შემოკლებაა ქართულში დამოუკიდებელ სახელად ქცეული გიო.
(ქართული)ქართული ენის ზოგი დიალექტის მიხედვით გოჩა ნიშნავს“ბერიკაცს“(მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ გერონტი,ფირან),ზოგი დიალექტის მიხედვით-“პატარას“ (შეადარეთ ტოპონიმები:დიდი ჯიხაიში და გოჩა ჯიხაიში).გოჩა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ერთ-ერთი მოთხრობის მთავარ გმირს–ხევისბერს.ამ სახელისაგან არის წარმოქმნილი გვარები:გოჩაშვილი,გოჩავა,გოჩუა.მოფერებითი ფორმებია:გოჩია,გოჩიტა,გოჩელა,საიდანაც მიღებულია გვარები:გოჩიაშვილი,გოჩიტაშვილი,გოჩელაშვილი,გოჩელეიშვილი,გოჩოლაშვილი,გოჩალეიშვილი.
გრიგოლ
(ბერძნული)“მღვიძარე“,“ფხიზელი“.ეს სახელი ერქვა მსოფლიოში ცნობილ ბერძენ მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს გრიგოლ ნაზიანზელს(III-IVსს.),ასევე ცნობილ საეკლესიო მწერალს,ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს გრიგოლ ნოსელს(IV ს.),საეკლესიო მოღვაწეს გრიგოლ ხანძთელს(759-861),ოშკის აღმშენებელს გრიგოლ ოშკელს (Xს.)და ბევრს სხვას.გრიგოლის კნინობით-მოფერებითი ფორმებია:გიგა,გიგი,გიგო,გიგლა,გიგოლი,გიგოლა(მათგა ზოგი წარმოშობით დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს).გრიგოლისაგან ნაწარმოები გვარებია:გრიგოლაშვილი,გრიგოლია,გრიგოლაია,გრიგოლავა,ტოპონიმები:გრიგოლეთი, გრიგოლიში.ბევრი გვარია წარმოქმნილი კნინობითი ფორმებისაგანაც.იშვიათად გვხვდება სახელის ფორმა გრიგორ,საიდანაც მიღებულია გვარი გრიგორაშვილი.
გულიკო
(ქართული) ნაწარმოებია გულ სიტყვისაგან საალერსო იკო სუფიქსის დართვით, გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება გულისა. დ დადა
(დადია)წმ.მოწამის სახელია,რომლის ეტიმოლოგია დაუდგენელია.აქედან ჩანს წარმოქმნილი გვარი დადიანი.ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ივანე დადიანი"ქართლის ცხოვრებაში"იხსენიება 1046 წლის ამბებთან დაკავშირებით. XII ს-დან ცნობილი არიან ბედან და ვარდან დადიანები. ამ გვარის სახელოვან მოღვაწეთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა 1245 წ.კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე ცოტნე დადიანი,რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
დავით
(ძველი ებრაული)მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული ბიბლიური სახელია,რომელიც სხვადასხვაგვარად განიმარტება:"საყვარელი","სასურველი","წინამძღოლი","მეგობარი"...დავით ერქვა ისრაელთა ლეგენდარულ მეფეს, - წინასწარმეტყველს,ფსალმუნთა ავტორს.ეს სახელი საქართველოშიც ძალზე პოპულარულია,ერქვა რამდენიმე ქართველ მოწამეს(დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე,-არგვეთის მთავრები,დავით გარეჯელი და სხვ.)ერქვა საქართველოს ათამდე მეფეს,მათ შორის ყველაზე სახელოვანს–დავით აღმაშენებელს.ამ სახელის საალერსო-კნინობით ფორმებად ითვლება ქართულში: დათა, დათო, დათია, დათუნა,დათიკო,დათუკა, დათუა და მრავალი სხვა. სინამდვილეში ზოგი მათგანი უთუოდ დათვისაგან ნაწარმოები წარმართული სახელია (დათუა, დათუნა, დათუკა...შდრ.მგელა, გელა, ფოცხვერა, ლომა და ა.შ.), როგორც ძირითადი,ისე საალერსო ფორმებისაგან სხვადასხვა ბოლოსართების დართვით წარმოქმნილია რამდენიმე ათეული გვარი:დავითაია, დავითაშვილი,დავითიშვილი, დავითაძე,დავითიძე, დავითიანი,დავითულიანი, დავითური,დავითოშვილი, დავითელაშვილი,დავითიაშვილი,დათაშვილი, დათებაშვილი, დათიკაშვილი, დათიშვილი, დათოშვილი, დათუაშვილი,დათუაძე, დათუკაშვილი,დათუკიშვილი, დათუნაშვილი, დათუნაიშვილი, დათუსანი და სხვ.
დალი (ქართული) ნადირობის ქალღმერთის სახელი.
დაჩი
ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს პირველი ცოლისაგან.ასე რომ,ეს სახელი საქართველოში უძველესი დროიდან გვხვდება:"ხოლო ვახტანგ უწოდა ძესა თვისსა სახელი სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი"("ქართლის ცხ."., I,178).არსებობს ამ სახელის ეტიმოლოგიის რამდენიმე ცდა.მზია ანდრონიკაშვილის აზრით,სპარსული სახელი დარჩილ წარმოადგენს საშუალო სპარსულ ფორმას ძველი ირანული სახელისას დარაყაცივრა("ტომის,გვარის მფლობელი,უფროსი"),საშ.სპარსული ფორმა იქნებოდა დარციჰრ,რომელიც ქართულში კანონზომიერად მოგვცემდა დარჩილს და დაჩის.მისივე აზრით,არის მეორე შესაძლებლობაც:დარციჰრ გავიგოთ,როგორც მიღებული საშუალო სპარსულიდან-დარბციჰრ("დარიოსის მოდგმისა"). აკაკი შანიძის ეტიმოლოგიის მიხედვით,დაჩი მიღებულია ქართული"დარჩი"ზმნის გამარტივებით.აღსანიშნავია,რომ XVII-XVIII სს.ისტორიულ დოკუმენტებში დასტურდება პიროვნული სახელი დარჩა,დარჩია და მისგან ნაწარმოები გვარები:დარჩაშვილი,დარჩიაშვილი,დაჩიბერიძე,დარჩიბეგიშვილი,დარჩია.
დემეტრე
(ბერძნული)"მიწა–დედა",სხვაგვარი განმარტების მიხედვით "დემეტრასი".ანტიკური მითოლოგიის მიხედვით დემეტრა მიწათმოქმედების და ნაყოფიერების ქალღმერთია(იგივე ცერერა).ეს სახელი ერქვა საქართველოს რამდენიმე მეფეს, მათ შორის–დემეტრე(იგივე დიმიტრი)თავდადებულს.დიმიტრი ამ სახელის გვიანდელი ფორმაა,სადაც ე ხმოვანს ენაცვლება ი(ეს ცვლილება ბერძნულშივე მოხდა).ასეთივე ცვლილება სხვა სახელებშიც მომხდარა:ელია–ილია,ჰერეკლე_ერეკლე_ირაკლი,ესაია_ისაია და სხვა.უფრო ძველი ფორმები დაცულია გვარებში:დემეტრაძე,დემეტრაშვილი,ელიაშვილი,ელოშვილი,ელიაძე,ელიავა,ესაიაშვილი და ა.შ. დემეტრე-სა და დიმიტრი-ს შემოკლებული ფორმებია:დიტო,მიტო,დუტუ.
დოდო
(ქართული) მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, როგორც მას გამოთქვამენ ჩვილი ბავშვები. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ბიბლიური სახელია და " ღვთის მეგობარს " ნიშნავს).
დინა
ბიბლიური სახელია (სვანურად "ქალიშვილს", "გოგონას" ნიშნავს). ე ეთერი
(ძველი ებრაული) "ვარსკვლავი", ან (ბერძნული) "ჰაერი", "ეთერი". აქედანაა გვარი ეთერია. ქართულ ხალხურ ლეგენდაში ეთერი ჰქვია ულამაზეს მწყემს ქალიშვილს, რომელიც შეუყვარდა მეფისწულ აბესალომს. ამ ლეგენდის სიუჟეტზეა აგებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი".
(თურქული)"ხალხის ძალა".ელგუჯა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების რომანის მთავარ გმირს,რამაც ხელი შეუწყო ამ სახელის ფართოდ გავრცელებას ჩვენში.
ელენე
ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სხვადასხვა ფორმით (ელა, ელია, ლესია, ლენა, ნელი და სხვა). წარმოშობით წინარებერძნულია და დაახლოებით განმარტავენ როგორც "ნათელს", "მანათობელს". ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით ცნობილია ულამაზესი დედოფალი – ელენე. ქართულში ამ სახელის მოფერებითი ფორმებია: ელო, ელიკო, ლენა, ნელი, ლელიკო.
ელისო
ქართული სახელია, შესაძლოა მიღებული იყოს ელისაბედ-ის შემოკლების გზით. ელისო ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირს.
წარმოქმნილია ბერძენთა საყვარელი მითოლოგიური გმირის ჰერკულესის ანუ ჰერაკლეს სახელისაგან.თვით ჰერაკლე ნიშნავს"ჰერას(ზევსის მეუღლის)დიდებას".ამავე სახელის შედარებით ახალი ფორმაა ირაკლი.ერეკლე ერქვა ქართველთა ორ მეფეს,მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ერეკლე II–პატარა კახი. ვ ვალერი
(ლათინური)"ღონიერი","ჯანმრთელი".ქართულში გვხვდება მხოლოდ კაცის სახელად(შემოსულია რუსულის გზით),ლათინურში კი არსებობს მისგან ნაწარმოები ქალის სახელიც –ვალერია,რომელიც სხვა ენებშიც არის შესული.იმავე სიტყვის ფუძისაგან ნაწარმოებია სახელები:ვალენტი,ვალენტიონ,ვალენტინ,ვალენტინა(ქართულში ბოლო დროს შემოვიდა მხოლოდ ეს უკანასკნელი,რომლის შემოკლებული ფორმაა ვალია).ვალერი რომაული საგვარეულო სახელია,საიდანაც ნაწარმოებია კიდევ ახალი სახელი ვალერიან, ვალერიანე.
ვაჟა
(ქართული)"ვაჟი","ვაჟკაცი".ვაჟა-ფშაველა ფსევდონიმია დიდი ქართველი პოეტის ლუკა რაზიკაშვილისა,რომლის პატივისცემითაც ვაჟა საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული სახელი გახდა.მისივე ვარიანტებია:ვაჟია,ვაჟიკა,ვაჟიკო.მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ანდრია,კარლო
ვანო
ქართული შემოკლებული ფორმაა ივანე-სი(იხ.)ოფიციალურ ფორმად იგი არ მიიჩნევა,თუმცა ამის ტენდენცია ჩანს ზოგიერთი მოღვაწის სახელში(მაგ.,ვანო სარაჯიშვილი,ვანო გოკიელი,ვანო მურადელი).
ვასილ
(ბერძნული)"სამეფო","მეფისა"(დაწვრილებით იხ.ბასილ). ქართულში ხშირად გვხვდება შემოკლებული ფორმით:ვასო. ვასილ-ისაგან ნაწარმოებია სახელი–ვასილისა.
ვახტანგ
ქართულში ძველთაგან ცნობილი და ამჟამადაც გავრცელებული სახელია.ეს სახელი ერქვა საქართველოს არაერთ მეფესა და გამოჩენილ პიროვნებას,მათ შორის თბილისის დამაარსებელს ვახტანგ გორგასალს(V ს.).წარმოშობით უკავშირდება ირანულ ენებს და ნიშნავს"მგლისტანიანს",მგელას".აქედანაა გვარები:ვახტანგაძე,ვახტანგიძე,ვახტანგაშვილი,ვახტანგიშვილი,ვახტანგური.
ვერა
(რუსული) "რწმენა". ბერძნული სახელის პისტი-ს თარგმანია. ქართულში გავრცელებული მოფერებითი ფორმაა ვერიკო.
ვიტალი
(ლათინური)"სასიცოცხლო".შეადარეთ ვიტამინი-"სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერება".
ვიქტორ
(ლათინური)"გამარჯვებული","ძლევამოსილი" (იხ.ბიქტორ).უცხო ენებში ამავე ფუძესთან დაკავშირებული არაერთი სხვა სახელიც გვხვდება:ვიქტორიკ,ვიქტორინ,ვიქტორინა,ვიქტორია.რომაულ მითოლოგიაში ვიქტორია გამარჯვების ქალღმერთის სახელია(შეადარეთ ვიქტორინა–სახელწოდება ერთგვარი თამაშისა,რომლის დროსაც კითხვებს სვამენ ცოდნის სხვადასხვა დარგიდან და ამ გზით გამოავლენენ გამარჯვებულს).
ფართოდ არის გავრცელებული რუსულში, სადაც შესულია სკანდინავიურიდან.წარმოშობით იგივეა,რაც ბერძნული გიორგი(იხ.). ზ ზაალ
(სპარსული)"მოხუცი".ეს სახელი ჰქვია ფირდოუსის"შაჰ-ნამეს"ერთ-ერთ გმირს,როსტომის მამას,რომელიც მთლად თეთრი თმითა და წარბ-წამწამით დაიბადა და მამამისმა საამმა სწორედ ამიტომ დაარქვა"მოხუცი".სხვებმა მას უწოდეს აგრეთვე ზარ-"ოქროსი"ამ ორი სახელის შეერთებით მიღებულია ზაალზარ,რომლის გამარტივებული ფორმაა ზაზა.ზაალის კნინობითი ფორმებია:ზალიკა,ზალიკო. აქედანაა გვარები:ზაალიშვილი,ზალიკაშვილი,ზალიკიანი. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია ზაალ არაგვის ერისთავი(1633-1660წწ.).ის იყო კახეთის 1659 წლის ანტიირანული სახალხო აჯანყების მეთაური.
ზაზა
მიღებულია"შაჰ-ნამეს"გმირის ზაალ-ზარ-ის სახელისაგან (იხ.აქვე ზაალ).ზაზა ერქვა რამდენიმე ისტორიულ პიროვნებას,რომელთა შორისაც განსაკუთრებით ცნობილია ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი,სამკურნალო წიგნის ავტორი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი(XVს.)ზაზა-სა და მისი მოფერებითი ფორმებისაგან ნაწარმოებია გვარები:ზაზაძე,ზაზაშვილი,ზაზიაშვილი,ზაზიკაშვილი,ზაზანაშვილი,ზაზარაშვილი,ზაზუნაშვილი
ზაურ
(ირანული)"ძალა".აქედანაა გვარები:ზაურაშვილი,ზავრაშვილი,ზავარაშვილი(სამივე ვარიანტი დასტურდებაXVIIს-დან).
ზვიად
(ქართული)აქედანაა გვარები:ზვიადაძე,ზვიადაური.ერქვა მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟს,დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს.
(ბერძნული) ნაწარმოებია ძველ ბერძენთა უზენაესი ღვთაების, ზევსის სახელისაგან და ნიშნავს "ზევსისა", "ღვთისა" (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული ღვთისია, ღვთისავარი). ზინა წინათ იხმარებოდა კაცის სახლად, მისგან კი ნაწარმოები იყო ქალის სახელი ზინაიდა. ამჟამად ორივე მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება და ზინა ითვლება ზინაიდა-ს შემოკლებულ ფორმად.
ზოია (ბერძნული) "სიცოცხლე".
ზურაბ
ქართულში დამკვიდრებული ფორმაა სპარსული სახელისა (სურხაბ||სუხრაბ),რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც"წითელი წყალი",მაგრამ ძველად ის ნიშნავდა აგრეთვე წითლად მოელვარე ძვირფას ქვას–ლალს.სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა უნდა ედოს საფუძვლად ადამიანის სახელს.ზურაბი ერქვა ლეგენდარული ირანელი გმირის როსტომის ვაჟს.იგი ჩვენში ფართოდ გავრცელდა"შაჰ-ნამეს"სხვა გმირთა სახელების მსგავსად.მისი კნინობითი ფორმებია:ზურაბა,ზურა,ზურია,ზურიკო.აქედანაა გვარები:ზურაბიშვილი,ზურაბაშვილი,ზურაშვილი, ზურიკაშვილი,ზურაბიანი,ზურაბაული. თ თათია, თათული (ქართული).
თამაზ (ძველი ირანული)"ძლიერი ცხენი"ან"ძლიერი ცხენოსანი". აქედანაა გვარი თამაზაშვილი,რომელიც დოკუმენტებში დასტურდებაXV ს-დან.გვხვდება აგრეთვე პარალელური ფრომა თამაზიშვილი.
თამარ
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი "ფინიკის პალმას" ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული, გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.
თამთა
მიღებული ჩანს თაჰამთა-საგან, რომელიც გვხვდება როსტომის და ზოგი სხვა ირანელი გმირის ეპითეტად და ნიშნავს "ღონიერს", "გოლიათს", " ძლიერს ", "მამაცს", "გმირს". სპარსეთში და ძველ საქართველოშიც ვაჟის სახელი იყო.
თამრიკო
ქართული სახელია, მიღებული თამარ-ის კნინობითი ფორმისაგან: თამრიკო_თალიკო.