ხუთშაბათი, 2024-11-21, 7:50 PM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
მთავარი » 2009 » თებერვალი » 18 » ნიკოლოზ ბარათაშვილი
ნიკოლოზ ბარათაშვილი
8:14 PM
ხმა იდუმალი

ვისი ხმა არის ეს საკვირველი? 


რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? 


რა ვსცან პირველად წუთისოფელი, 

დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი 

რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის 

სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, — 

მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა 

ჩემთა ზრახვათა და საწადელთა! 

ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად 

სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად: 

“ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი, 

ვინძლო იპოვო შენი საშვენი!” 

მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ, 

და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ! 


ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა 

შეუწყალისა სინიდისისა? 

მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა, 

მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა. 


ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი, 

ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი? 

ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ, 

სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ? 

როს ვსცნა მე შენი საიდუმლობა, 

როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?.. 


1836 წ.


კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1314 | დაამატა: begliti | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარი: 0