ხუთშაბათი, 2024-11-21, 3:15 PM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
მთავარი » 2009 » თებერვალი » 18

ლოცვა

მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

1858


კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1104 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

აწმყო, შობილი წარსულისაგან,
არის მშობელი მომავალისა.
ლეიბნიცი.

ქართლის დედას

ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა,
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, — სადღაა მამა-პაპური
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვსტირით; რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1293 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ბაზალეთის ტბა

ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ სჭკნება,
ქვეყნისა დროსა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი, 
და იმის მზიან ჩრდილებში 
მუდამ გაზაფხული არი.

წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.

მარტო ერთნი – სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი, გრძნეულნი,
დასტრფიან და დამღერიან...

ამბობენ, - თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

ამას კი აღარ ამბობენ, -
აკვანში ვინ ჩააწვინა, 
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...

იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1157 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ბედნიერი ერი 

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
1871 ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1159 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?


ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? 

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, 

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში 

ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ. 


თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, 

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი: 

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა 

და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი. 


ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს, 

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!” 

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს — 

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია! 


ოქტომბერი, 1861 წ. 

ყვარელი.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1163 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

პოეტი 

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო,
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდან ნაპარწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
1860




კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1290 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ბედი ქართლისა


კახთა მიმართ
ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 3155 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

 რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას? 
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, 
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა? 
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა. 
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების 
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების, 
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები, 
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები! 
მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული, 
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული, 
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა, 
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა? 
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, 
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. 
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1353 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ვპოვე ტაძარი...


ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; 

მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. 

ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი, 

და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი! 


მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით, 

მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით; 

გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით, 

ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით! 


მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს, 

რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს; 

ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს, 

მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს! 


მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს? 

განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს; < ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1217 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს...


ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, 

პირველად ქმნილსა ფერს 

და არ ამ ქვეყნიერს, 

სიყრმიდგან ვეტრფოდი. 


და ახლაც, როს სისხლი 

მაქვს გაციებული, 

ვფიცავ [მე] — არ ვეტრფო 

არ ოდეს ფერსა სხვას. 


თვალებში მშვენიერს 

ვეტრფი მე ცისა ფერს; 

მოსრული იგი ცით 

გამოკრთის სიამით. 


ფიქრი მე სანატრი 

მიმიწვევს ცისა ქედს, 

რომ ეშხით დამდნარი 

შევერთო ლურჯსა ფერს. 


მოვკვდები — ვერ ვნახავ 

ცრემლსა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1183 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.
მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.
მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,
რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!
არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,
იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!
ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1462 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ფიქრნი მტკვრის პირას

წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1275 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

შემოღამება მთაწმინდაზედ

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1246 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

სულო ბოროტო

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო
ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის
შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე
სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება? 

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას,
ყმაწვილკაცობას?
თითქოს მომცემდი ამა სოფლად
თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა
დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა
გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი
ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე,
წრფელნი ზრახვანი?
სულო აღმშფოთო, მიპასუხე,
ნუ იმალები.
რატომ გაცუდდა ძალი შენი
მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს
შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი,
ვუმსხვერპლიდი
ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე
მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი
მიკვლენ წყრუვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო,
სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1304 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ხმა იდუმალი

ვისი ხმა არის ეს საკვირველი? 


რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? 


რა ვსცან პირველად წუთისოფელი, 

< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1313 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

მერანი


მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, 

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! 

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, 

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! 


გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი, 

გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი! 

ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა, 

ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა! 


რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა, 

ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, 

ტკბილმოუბარსა; 

საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, 

მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე 

საიდუმლო! 


კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას, 

და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას! 

... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1130 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

გადმოწერა

ეს არის საუკეთესო თემების კრებული Windows xpstvis

კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 1276 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

საფეხუროვანი გაკვეთილები Photoshop-ში პროფესიონალური დონის საიტის შესაქმნელად… 

პაროლი არქივზე:file.ge

გადმოწერა

კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 1202 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18