|
მთავარი » 2009 » თებერვალი » 18 » ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე | 8:53 PM |
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
ოქტომბერი, 1861 წ.
ყვარელი.
|
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები |
ნანახია: 1167 |
დაამატა: begliti
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|