ხუთშაბათი, 2024-11-21, 12:19 PM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
მთავარი » 2009 » მარტი » 01
განდეგილი


ლეგენდა 


(ვუძღვნი ოლღა ჭავჭავაძისას) 





სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა 

ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან, 

სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი, 

მზისგან აროდეს არა დნებიან, 

სად უდაბურსა მას მყუდროებას 

კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია, 

სად მეუფება ჭექა-ქუხილსა, 

ყინულს და ქართა მხოლოდ ჰშთენია, — 

უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა 

გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი 

და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს 

ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი. 

ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს 

იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე, 

და ზედ კარია გამოკვეთილი — 

ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე. 

ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი 

ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა, — 

და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით 

ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა. 


II 


აქა ყოფილა უწინ კრებული 

... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 3177 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-03-01