სიახლეების კალენდარი | « სექტემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
მთავარი » მოთხრობები,ლექსები და პოემები
საღამო გამოსალმებისა
მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა,
თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა!
ბუმბერაზ მთანი მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი,
ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულ გვირგვინით
...
კითხვის გაგრძელება »
|
პასუხი შვილთა
ჰე, განუსჯელნო,
უმადლო შვილნო,
საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო,
სადღაც მიმალვით,
რ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სადღეგრძელო, ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს
შესწყდა ბინდისას ომი საზარი, დადუმდა არე, სად ჰქუხდა ბრძოლა, გამარჯვებითა მოილხენს ჯარი; ურდო ცეცხლებით განათებულა!
აჰა, მთოვარეც ნელიად შუქსა, ვითა ნუგეშსა მოგვფენს საშვებლად; შევექცეთ, ვინც დღეს გადურჩით ომსა; კვლავცა გვექმნების ზეცა მფარველად!
ძმანო, მორიგის სავსე ფიალით, ჩვენცა მოუსხდეთ ცეცხლსა ანთებულს; ვესალმოთ, ვინცა სიკვდილის ხელით დაეცნენ ომში დღეს რისხვით წასულს!
და შენ, ჰე, ღვინოვ, ყოვლად ძლიერო, ლხინით, შექცევით გულნი აღგვიგზნე; გულის ჭირთ მდევნო, ნიჭო ციერო, ვინ არს, რომელ გსვა და არ ალხინე!
|
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში
შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
მიხარის — გიმზერ,
ვჰსწუხვარ — და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..
ყვავილოვანი
წალკოტი შენი,
შენის დიდების სხივ-მოკლებული,
აღარა ჰშვენის,
აღარ გვიბრწყინვის
შავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!..
და, ვით განვლილსა
სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს,
გული გვიმაგროს,
სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!
ხნით დამაშვრალი,
დაღონებული,
შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:
მოხედო ბედკრულს
შენს სატრფოს — მამულს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
პასუხის პასუხიI ჩვენ უჩინონი, ჩვენ უჩინონი თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ... იქიდამ ვკნავით,
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლოცვა
მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“
1858
|
აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა. ლეიბნიცი.
ქართლის დედას ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა; დედის ნანასთან ქვითინი მთისა მას უმზადებდა მომავალ გმირსა... გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა, კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა, სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა, თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა. მითხარ, — სადღაა მამა-პაპური მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური, სახელისათვის ამაყი თრთოლა, მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა? მას ნუღარ ვსტირით; რაც დამარხულა, რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა; მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი... ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს... აქ არის, დედავ, შენი მაღალი დანიშნულება და
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი, არასდროს თურმე არ სჭკნება, ქვეყნისა დროსა ტრიალსა იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი, და იმის მზიან ჩრდილებში მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია ის აკვანი ასვენია, და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი – სირინოზნი იმ აკვანს გარს ეხვევიან, მარტო იგინი, გრძნეულნი, დასტრფიან და დამღერიან...
ამბობენ, - თამარ დედოფალს ის აკვანი იქ ჩაუდგამს, და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
ამას კი აღარ ამბობენ, - აკვანში ვინ ჩააწვინა, ან თვით ერმა თვისი ცრემლი ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბედნიერი ერი
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი; თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი; ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ჭკვადამჯდარი, გულხმიერი; მცირე, დიდი - ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი? 1871
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
ოქტომბერი, 1861 წ.
ყვარელი.
...
კითხვის გაგრძელება »
| |
|