ხუთშაბათი, 2024-04-25, 2:50 PM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
მთავარი » მოთხრობები,ლექსები და პოემები
პოეტი 

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო,
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდან ნაპარწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
1860




კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1270 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ბედი ქართლისა


კახთა მიმართ
ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 3111 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

 რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას? 
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, 
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა? 
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა. 
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების 
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების, 
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები, 
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები! 
მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული, 
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული, 
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა, 
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა? 
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, 
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. 
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1338 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ვპოვე ტაძარი...


ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; 

მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. 

ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი, 

და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი! 


მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით, 

მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით; 

გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით, 

ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით! 


მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს, 

რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს; 

ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს, 

მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს! 


მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს? 

განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს; < ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1197 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს...


ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, 

პირველად ქმნილსა ფერს 

და არ ამ ქვეყნიერს, 

სიყრმიდგან ვეტრფოდი. 


და ახლაც, როს სისხლი 

მაქვს გაციებული, 

ვფიცავ [მე] — არ ვეტრფო 

არ ოდეს ფერსა სხვას. 


თვალებში მშვენიერს 

ვეტრფი მე ცისა ფერს; 

მოსრული იგი ცით 

გამოკრთის სიამით. 


ფიქრი მე სანატრი 

მიმიწვევს ცისა ქედს, 

რომ ეშხით დამდნარი 

შევერთო ლურჯსა ფერს. 


მოვკვდები — ვერ ვნახავ 

ცრემლსა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1152 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.
მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.
მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,
რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!
არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,
იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!
ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1439 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ფიქრნი მტკვრის პირას

წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1254 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

შემოღამება მთაწმინდაზედ

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1227 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

სულო ბოროტო

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო
ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის
შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე
სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება? 

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას,
ყმაწვილკაცობას?
თითქოს მომცემდი ამა სოფლად
თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა
დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა
გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი
ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე,
წრფელნი ზრახვანი?
სულო აღმშფოთო, მიპასუხე,
ნუ იმალები.
რატომ გაცუდდა ძალი შენი
მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს
შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი,
ვუმსხვერპლიდი
ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე
მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი
მიკვლენ წყრუვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო,
სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1285 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ხმა იდუმალი

ვისი ხმა არის ეს საკვირველი? 


რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? 


რა ვსცან პირველად წუთისოფელი, 

< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1287 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

« 1 2 3 4 »