შაბათი, 2024-04-20, 8:20 AM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
მთავარი » მასალის არქივი

ლოცვა

მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

1858


კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1082 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

აწმყო, შობილი წარსულისაგან,
არის მშობელი მომავალისა.
ლეიბნიცი.

ქართლის დედას

ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა,
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, — სადღაა მამა-პაპური
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვსტირით; რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1276 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ბაზალეთის ტბა

ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ სჭკნება,
ქვეყნისა დროსა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი, 
და იმის მზიან ჩრდილებში 
მუდამ გაზაფხული არი.

წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.

მარტო ერთნი – სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი, გრძნეულნი,
დასტრფიან და დამღერიან...

ამბობენ, - თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

ამას კი აღარ ამბობენ, -
აკვანში ვინ ჩააწვინა, 
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...

იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1140 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ბედნიერი ერი 

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
1871 ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1142 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?


ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? 

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, 

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში 

ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ. 


თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, 

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი: 

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა 

და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი. 


ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს, 

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!” 

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს — 

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია! 


ოქტომბერი, 1861 წ. 

ყვარელი.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1140 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

პოეტი 

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო,
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდან ნაპარწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
1860




კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1269 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ბედი ქართლისა


კახთა მიმართ
ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 3110 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

 რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას? 
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, 
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა? 
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა. 
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების 
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების, 
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები, 
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები! 
მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული, 
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული, 
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა, 
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა? 
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, 
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. 
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1337 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ვპოვე ტაძარი...


ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; 

მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. 

ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი, 

და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი! 


მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით, 

მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით; 

გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით, 

ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით! 


მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს, 

რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს; 

ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს, 

მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს! 


მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს? 

განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს; < ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1196 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს...


ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, 

პირველად ქმნილსა ფერს 

და არ ამ ქვეყნიერს, 

სიყრმიდგან ვეტრფოდი. 


და ახლაც, როს სისხლი 

მაქვს გაციებული, 

ვფიცავ [მე] — არ ვეტრფო 

არ ოდეს ფერსა სხვას. 


თვალებში მშვენიერს 

ვეტრფი მე ცისა ფერს; 

მოსრული იგი ცით 

გამოკრთის სიამით. 


ფიქრი მე სანატრი 

მიმიწვევს ცისა ქედს, 

რომ ეშხით დამდნარი 

შევერთო ლურჯსა ფერს. 


მოვკვდები — ვერ ვნახავ 

ცრემლსა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1151 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

« 1 2 3 4 »