შაბათი, 2024-04-20, 8:40 AM
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
პროგრამები [3]
ფილმები [0]
თამაშები [1]
მუსიკები [0]
ელექტრონული წიგნები [0]
სახელების ისტორია [3]
მოთხრობები [0]
გიორგი
მოთხრობები,ლექსები და პოემები [31]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ძებნა
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 231
მთავარი » მასალის არქივი
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.
მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.
მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,
რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!
არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,
იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!
ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1438 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ფიქრნი მტკვრის პირას

წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1254 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

შემოღამება მთაწმინდაზედ

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1226 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

სულო ბოროტო

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო
ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის
შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე
სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება? 

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას,
ყმაწვილკაცობას?
თითქოს მომცემდი ამა სოფლად
თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა
დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა
გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი
ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე,
წრფელნი ზრახვანი?
სულო აღმშფოთო, მიპასუხე,
ნუ იმალები.
რატომ გაცუდდა ძალი შენი
მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს
შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი,
ვუმსხვერპლიდი
ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე
მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი
მიკვლენ წყრუვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო,
სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1284 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

ხმა იდუმალი

ვისი ხმა არის ეს საკვირველი? 


რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? 


რა ვსცან პირველად წუთისოფელი, 

< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1287 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

მერანი


მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, 

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! 

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, 

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! 


გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი, 

გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი! 

ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა, 

ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა! 


რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა, 

ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, 

ტკბილმოუბარსა; 

საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, 

მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე 

საიდუმლო! 


კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას, 

და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას! 

... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოთხრობები,ლექსები და პოემები | ნანახია: 1109 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

გადმოწერა

ეს არის საუკეთესო თემების კრებული Windows xpstvis

კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 1255 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

საფეხუროვანი გაკვეთილები Photoshop-ში პროფესიონალური დონის საიტის შესაქმნელად… 

პაროლი არქივზე:file.ge

გადმოწერა

კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 1177 | დაამატა: begliti | თარიღი: 2009-02-18

« 1 2 3 4